Home » მთავარი » ლია მუხაშავრია: მერაბიშვილს ქვეყანაში უამრავი მტერი ჰყავს…კარგი იქნება, თუ წულუკიანი მორიგ ფიასკოს მაინც აიცილებს…

ლია მუხაშავრია: მერაბიშვილს ქვეყანაში უამრავი მტერი ჰყავს…კარგი იქნება, თუ წულუკიანი მორიგ ფიასკოს მაინც აიცილებს…

   მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ – საქმეზე ადვოკატი ლია მუხაშავრია „კვირის პალიტრასთან“ აცხადებს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში იუსტიციის მინისტრი უფრო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან გადაწყვეტილება შესაძლოა ბევრად მკაცრი აღმოჩნდეს.

   “სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, თუ ხელისუფლებას სურს, დაამტკიცოს, რომ ის დემოკრატიული მმართველია და სააკაშვილის ხელისუფლებას არ ჰგავს, ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ქვეყანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი პირადი უსაფრთხოების საკითხი დადგება, რადგან მას ქვეყანაში უამრავი მტერი ჰყავს…

   თეა წულუკიანის განცხადებამ, რბილად რომ ვთქვა, გამაოცა. პროფესიონალები მსგავს განცხადებებს არ აკეთებენ, მით უმეტეს, მაშინ როდესაც გადაწყვეტილებაშიც კი არ ჩაუხედავ – იუსტიციის მინისტრმა ინფრომაციის გავრცელებისთანავე პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. მეტიც, თუ იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის გადაწყვეტილებას ევროსასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივრებს, არა მგონია, პალატა მის განხილვას დათანხმდეს. როგორც წესი, დიდი პალატა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იკრიბება და თანხმობაც, რომ განაცხადოს, დარწმუნებული ვარ, ისუტიციის მინისტრი უფრო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება-შესაძლოა, გადაწყვეტილება ბევრად მკაცრიც აღმოჩნდეს და ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება დაუყოვნებლივ მოითხოვონ. კარგი იქნება, თუ თეა წულუკიანი მორიგ ფიასკოს მაინც აიცილებს თავიდან” – აცხადებს მუხაშავრია  ,,კვირის პალიტრასთან”

 

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თბილისის საკრებულოში კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა ევროპის კულტურის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კარლ ერიკ ნორმანთან. შეხვედრაში მონაწილებას იღებდნენ თბილისის ...