Home » მთავარი » ლიკანში ხანძარი ხეებზე არ გავრცელებულა

ლიკანში ხანძარი ხეებზე არ გავრცელებულა

ლიკანში მდგომარეობის გართულება მოსალოდნელი არ არის. როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი ბალახის საფარიდან ხეებზე არ გავრცელებულა.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის ადგილზე ცეცხლის ღია კერები აღარ არის, ტყეში მხოლოდ კვამლიანობს შეინიშნება. ცეცხლი ლიკანის ტყეში ტორფს წაეკიდა.

„ადგილზე 50 მეხანძრე-მაშველი რჩება, რომლებიც მიმდინარე პროცესს დააკვირდებიან და ხანძრის ღია კერის აღმოჩენის შემთხვევაში, ცეცხლს ჩააქრობენ“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

 

Facebook Comments
x

Check Also

“ჩვენ გვესმის ერთმანეთის” – აფხაზი და ქართველი ხელოვანების გზავნილი ამერიკიდან

,,კაცობრიობა ყველაზე მძიმე პერიოდებში ხელოვნების გზით პოულობდა მშვიდობის გზას და ნერგავდა სიყვარულს, ერთ – ერთი ...