Home » მთავარი » ლიკა ივანიშვილის შემდეგ ოფიციალურ განცხადებას სამტრედიის გამგეობა ავრცელებს

ლიკა ივანიშვილის შემდეგ ოფიციალურ განცხადებას სამტრედიის გამგეობა ავრცელებს

გაზეთ “ქრონიკა +”-ის  მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე, მისი შვილის საქმეში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავს. ელისო კილაძის თქმით, დეტექტივ-გამომძიებლის თანაშემწესთან, კუკური წივწივაძესთან, რამდენიმე შეკითხვა აქვთ.

მისი თქმით, კუკური წივწივაძე, რომელიც ამბობს, რომ ოპერატიული ინფორმაცია მიიღო დავით ხარშილაძესთან დაკავშირებით, არის ბიძინა ივანიშვილის ახლობელი.

„კუკური წივწივაძე გახლავთ ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის, ქეთევან ივანიშვილის სიძე. კუკურის ცოლი(ან ექს ცოლი)ლიკა ივანაშვილი სამტრედიის გამგეობაში მუშაობისას მხილებულ იქნა თაღლითობაში,თანამშრომლების ბარათებიდან თანხის მითვისებაში .საქმე ცხადია ჩაიფარცხა და ლიკა ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროში ბალასტად მუშაობს“-განაცხადა რუსთავი 2-ის ეთერში ელისო კილაძემ.

ჟურნალისტის ამ განცხადებას თავად ლიკა ივანიშვილმა სოციალური ქსელით უპასუხა, დღეს კი სამტრედიის გამგეობამ ოფიციალური განცხადება გააკეთა:

-„ მოგახსენებთ, რომ ლიკა ივანაშვილი 2010 წლის 1 თებერვლიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წამყვან სპეციალისტად დაინიშნა და იგი 2011 წლის 4 მაისს პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა. ამ დროისთვის ქალბატონი ლიკა ივანაშვილის მიმართ არანაირი თაღლითური ქმედება არ დასტურდება „-წერია განცხადებაში.

ლიკა ივანიშვილი:

-“ვინაიდან საზოგადოების ინტერესი დიდია, მინდა გავაკეთო განცხადება არა ერთი სუბიექტის პასუხად, არამედ საზოგადოების ინფრომირებისთვის. ბოლო დღეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ სრულიად აბსურდულ და ცილისმწამებლურ განცხადებებს, დაირღვა ჩემი როგორც პიროვნების უფლებები. მინდა საზოგადოებისთვის განვმარტო, რომ დედის გვარს ვატარებ 2005 წლიდან. 2008 წლიდან ვარ ოფიციალურად განქორწინებული კუკური(კოკა) წივწივაძესთან, რომელსაც ამჟამად ჰყავს მეორე ოჯახი და არავითარ შემხებლობაში არ არის არც ჩემთან, არც ჩემი ოჯახის რომელიმე წევრთან და არც ჩემს სანათესაოსთან. მე და ჩემი ყოფილი მეუღლის იურიდიული მისამართები თანხვედრაშია, ვინაიდან ვცხოვრობდით ერთ უბანში, ერთსა და იმავე ქუჩაზე, თუმცა მრავალი წელია ჩვენი ფაქტიური მისამართები სხვადასხვაა. რაც შეეხება დედაჩემს-ქეთევან ივანაშვილს, ის მუშაობს სამტრედიაში ა.ა.ი.პ ბაღების გაერთიანებაში, სპეციალისტად და მისი გავლენები არ სცილდება საკუთარ თავსა და ოჯახს. ჩემი ძმა-სოსო სულაბერიძე უმაღლესი განათლების და სპეციალური სავალდებულო საჯარისო სწავლების დასრულების შემდეგ არის შ.ს.ს თანამშრომელი, ბოლო წლებია მუშაობს გურიის პოლიციის დეპარტამენტში. რაც შემეხება მე-შსს-ში დავინიშნე შესაბამისი კონკურსის გავლის შემდეგ და არ ვარ მაღალი თანამდებობის პირი.
მე და ჩემი ოჯახის არცერთი წევრი არ ვსარგებლობთ არავითარი პრივილეგიებით, ვმოქმედებთ და ვცხოვრობთ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.
მცდელობა იმისა, რომ ჩემთან და ჩემს ოჯახთან იქნას დაკავშირებული კონკრეტული პიროვნების დაკავების ფაქტი, არის აბსურდი და არცერთი გავრცელებული ინფრომაცია არ შეესაბამება სიმართლეს“.

ცნობისთვის, თბილისის პროკურატურამ გაზეთ ქრონიკა პლიუსის რედაქტორის ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის დაკავებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ელისო კილაძის თქმით, მომხდართან დაკავშირებით  უკვე დაიკითხა მისი შვილი.

დავით ხარშილაძეს ხუთი საათის განმავლობაში კითხავდნენ. დავით ხარშილაძემ გამოძიებას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა.

ელისო კილაძე ყველა იმ სამართალდამცველის დაკითხვასაც ითხოვს, რომლებიც დაკავების ოპერციაში მონაწილეობდნენ.

“გამოძიების ფარგლებში უნდა მოხდეს სამართალდამცავების დაკითხვაც, ვინც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა. გამოძიების მასალებით მათი რიცხვი არის სამი, მაგრამ რეალური ინფორმაციით, სამი ეკიპაჟი ანუ 12 პოლიციელი. თუ იქნება პოლიტიკური ნება იმისა, რომ დამნაშავეები დასაჯონ, დამნაშავეები დაისჯებიან, თუ არ იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილება დამნაშავეები არ დაისჯებიან და ეს გამოძიება იქნება ფორმალური,“-განაცხადა ელისო კილაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

გამოჯანმრთელებული 52 პაციენტია

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 227 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 52 მათ შორის გარდაცვლილი- 3 კარანტინის რეჟიმში – 4829 სტაციონარში ...