Home » მთავარი » ლონდონის აეროპორტში ტერორისტული აქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ლონდონის აეროპორტში ტერორისტული აქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ლონდონის აეროპორტში კონტრტერორისტულმა პოლიციამ დააკავა 37 წლის მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია სირიაში წასვლასა და ტერორისტული აქტების მომზადებაში, აქვე აღინიშნება, რომ მას არ აქვს კავშირი მანჩესტერში მომხდარ აფეთქებასთან. მამაკაცი მაშინ დააკავეს, როცა ის თურქეთის რეისზე რეგისტრაციას გადიოდა.

დაკავებული პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი, სამართალდამცველები კი ამ დროისთვის ჩხრეკას ატარებენ ორ მისამართზე.

აქვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანჩესტერის ტერორისტული აქტის შემსრულებელი ტერაქტამდე ლივიაში იმყოფებოდა.

Facebook Comments
x

Check Also

მიწისძვრის შედეგად თურქეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 19-მდე აღწევს , ხოლო დაშავებულია 600 ადამიანი

მარიამ ახალკაცი უცხოური მედიის ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, დაშავებულებს შორის კი ...