Home » მთავარი » ლონდონის ტერაქტის შესახებ განცხადების გამო ტერეზა მეიმ დონალდ ტრამპი გააკრიტიკა

ლონდონის ტერაქტის შესახებ განცხადების გამო ტერეზა მეიმ დონალდ ტრამპი გააკრიტიკა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი დონალდ ტრამპს აკრიტიკებს. ტერეზა მეი უკმაყოფილოა ტრამპის მიერ ლონდონის ტერაქტთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებით.

როგორც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაური აცხადებს, გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება დაუშვებელია.

„ვფიქრობ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით სპეკულირება სასარგებლო ვერ იქნება“ – განაცხადა ტერეზა მეიმ.

„სკოტლანდ იარდში“ განაცხადეს, რომ დონლდ ტრამპის კომენტარები არის სპეკულაცია და ხელს უშლის გამოძიებას.

„თუ ვინმეს აქვს რაიმე მტკიცებულება ან ინფორმაცია, დარეკონ ცხელ ხაზზე“ – აცხადებენ „სკოტლანდ იარდში“.

დონალდ ტრამპმა „ტვიტერით“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც „სკოტლანდ იარდი“ გააკრიტიკა. მისი თქმით, ბრიტანელ სამართალდამცავებს ლონდონის მეტროს ტერაქტის ორგანიზატორებზე ინფორმაცია ჰქონდათ და თავდასხმის აღკვეთა ვერ შეძლეს.

 

Facebook Comments
x

Check Also

პატარა ვირტუოზი ყოველი ჰონორარიდან ბავშვთა სახლის ბავშვებს ყოველთვის გაახარებს…

უკრაინულ ვოისის ქართველი გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ბავშვთა სახლში საჩუქრებით მივიდა და პატარებს კონცერტი ჩაუტარა. აშშ ...