You are here
ლონდონში ქართული ფილმების ფესტივალზე ეროვნულ არქივში დაცული აფიშები გამოიფინა კულტურა მთავარი ყველა სიახლე 

ლონდონში ქართული ფილმების ფესტივალზე ეროვნულ არქივში დაცული აფიშები გამოიფინა

ქართული ფილმების მეხუთე კინოფესტივალზე, „Georgia 100 – A Film Fest Feast“, რომელიც 1 მაისს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში გაიხსნა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული კინოპლაკატების კოლექცია გამოიფინა.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება თანამედროვე ქართული ფილმები და ქართული კინოკლასიკა. ამასთან, 4 მაისს მაყურებელი იხილავს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კინოქრონიკას, რომელიც ეროვნულ არქივშია დაცული.

ეროვნულ არქივთან პარტნიორობით მოწყობილ ქართული კინოპლაკატების გამოფენაზე წარმოდგენილია 30-80-იანი წლების ქართული მხატვრული ფილმების აფიშები. ფესტივალის ფარგლებში იგეგმება ინგლისურ-ქართული პუბლიკაცია, რომელშიც ამ აფიშების რეპროდუქციები დაიბეჭდება.

ლონდონის ქართული ფილმების მე-5 კინოფესტივალი დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება.

 

Comments

comments

Related posts