Home » მთავარი » ლუკა კურტანიძე: მთელი შეგნებით გთხოვთ შენდობას!

ლუკა კურტანიძე: მთელი შეგნებით გთხოვთ შენდობას!

   „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში არ მოხვდა ლუკა კურტანიძე. მან ალბათ სიის გამოქვეყნებამდე იცოდა, რომ დეპუტატის მანდატს უნდა დამშვიდობებოდა და ყველას დაემშვიდობა.

-„დღეს 7 სექტემბერს ბოლოჯერ ვიყავი პარლამენტში ბოლო პლენარულ სესიაზე. … ეს ორი წელი ისე მილია მხოლოდ ერთი გრძნობა დამრჩა, მადლიერება. … მადლობა ყველას ნდობისთვის რომელიც ჩემთვის იქნება დაუვიწყარი სიამაყე და სიხარული! მადლობა ჩემს ოჯახს რომ მთელი ეს წლები მაძლიერებდა რომ ძლიერ ადამიანს მემსახურა სამშობლოსთვის! მადლობა ჩემს თანამებრძოლებს რომლებიც ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანები არიან მინდა მათ სადაც არ უნდა იყვნენ ულევი სიხარული და წარმატებები უსურვო ჩვენი ერის საკეთილდღეოდ! მადლობა ერის კაცს ჩემთვის უსაყვარლეს ადამიანს ბიძინა ივანიშვილის ამხელა ნდობისთვის და გაძლიერებისათვის! მადლობა პარლამენტის მთლიან აპარატს რომელიც ღამის თევებით და ათასობით გავლილი კილომეტრებით გვაძლიერებდა! მადლობა ჩემს უსაყვარლეს საქართველოს ამხელა სიამაყისათვის რასაც სრულიად საქართველოს წარმომადგენელი ჰქვია პარლამენტში. …. უღალატო დ და მთელი გულით გემსახურეთ და თუ უფრო მეტი ვერ შევძელი ან უნებლიედ გაწყენინეთ ყველას პატიებას გთხოვთ. …. მთელი შეგნებით გთხოვთ შენდობას! ახალ პარლამენტში ყველა ღირსეულ ადამიანს, ერისა და სამშობლოსთვის ვუსურვებ წარმატებას … მჯერა ერის კაცის დაფუძნებული იდეა და საძირკველი/ქართული ოცნება / გაიმარჯვებს! რადგან ის ჯანსაღი და მართალია! მადლობა ყველას“-დაწერა კურტანიძემ ჯერ კიდევ 7 სექტემბერს.

ცნობისთვის, პარტიის შემომწირველებში კურტანიძე არ ფიქსირდება და მასზე ინფორმაცია არ იძებნება.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ოთარ ჩრდილელმა სადეპუატატო მანდატი დატოვა

მარიამ ახალკაცი “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ოთარ ჩრდილელმა სადეპუტატო მანდატი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ ...