Home » მთავარი » ლუკა კურტანიძე მსოფლიოს ჩემპიონია (video)

ლუკა კურტანიძე მსოფლიოს ჩემპიონია (video)

ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ვროპის ხუთგზის ჩემპიონი და ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსანი ლუკა კურტანიძე (100) ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ვეტერან მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუფატორია.

პლანეტის უძლიერესის ტიტულისათვის ქართველმა ფალავანმა ირანელ სოჰრაბ როსტამ რაჰმატაბადი მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა.

კურტანიძე ასპარეზობაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და ფინალამდე ზედიზედ სამ შეხვედრაში იმარჯვა. მან ჯერ რუმინელი ადრიან რეკორეანი 5:1 დაამარცხა, შემდეგ ამერიკელ ოქტავიუს ტრავონ ბელამის 7:0 აჯობა, ხოლო ნახევარფინალში მონღოლ ნარანბაატარ დავადორჯს”მშრალი” ანგარიშით 5:0 სძლია.

კურტანიძის მიერ მოპოვებული ოქროს მედალი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისათვის პირველია, ხოლო საქართველოსთვის რიგით მესამე.

Sohrab Rostam RAHMATABADI (IRI) VS Eldar KURTANIDZE (GEO)

ლუკა კურტანიძის (100) გამარჯვება ვეტერან მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში

Gepostet von Sporter/სპორტერი am Freitag, 13. Oktober 2017

Facebook Comments
x

Check Also

“რა დათმო ივანიშვილმა და რა ოპოზიციამ…”

დავით ნებიერიძე მაშ ასე, შევიტანოთ აუცილებელი განმარტებები ივანიშვილთან მიღწეულ 8 მარტის შეთანხმების დეტალებში: პოლიტიკური ვითარების ...