Home » მთავარი » ლუკა ფეიქრიშვილის ექსპერიმენტი – შევეცადე გამეწმინდა ზედმეტი ეფექტებისგან ხმა (აუდიო)

ლუკა ფეიქრიშვილის ექსპერიმენტი – შევეცადე გამეწმინდა ზედმეტი ეფექტებისგან ხმა (აუდიო)

სოციალურ ქსელში პროგრამისტმა ლუკა ფეიქრიშვილმა  გავრცელებული ფარული ჩანაწერების როგორც თავად ამბობს, „ზედმეტი ეფექტებისგან გაწმენდილი ხმა“ -აუდიო-ჩანაწერი დადო.

ჩვენ პროგრამისტს დავუკავშირდით.

-რადგან გვარამიას ჩანაწერს გარკვეული სახის სკანდალი მოჰყვა, მინდა გითხრათ მეტნაკლებად, მაგრამ მაინც დავინტერესდი ამ ჩანაწერით და შევეცადე გამეწმინდა ზედმეტი ეფექტებისგან ხმა (აუდიო ფაილი), ასევე არის შენელებული მომენტებიც, უბრალოდ შევეცადე  საზოგადოებას დავანახო ამ ჩანაწერის რეალური სახე.

-და რამდენად ზუსტია?

-100 % ით ვერ ვიტყვი რომ ზუსტად რეალურია, თუმცა მიახლოვებული ნამდვილად არის.

-ვისარგებლებთ შემთხვევით და ერთ კითხვასაც დაგისვამთ-ყველას ახსოვს ალბათ  2012- ში რომ ჯიხადისტების პირველი ფარული ვიდეო აიტვირთა -რატომ არავინ გამოიძია საიდან მოვიდა და თუ არის შესაძლებელი ტექნიკურად ამის დადგენა, ეს ხომ პირველი ფარული კადრი იყო საქართველოში.

-სხვათაშორის, როდესაც ეგ ვიდეომუქარა გავრცელდა  ჩვენც ვამბობდით და მოვუწოდებდით ხელისუფლებას გამოეძიებინა  ეს საქმე,  თუმცა უშედეგოთ, ტექნიკური თვალსაზრისით 100 % ით ზუსტად ვერ მიაგნებდი კვალს, თუმცა მნიშვნელოვანი დეტალები გაირკვეოდა.

 

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ინფორმაცია არასწორად იქნა გაგებული – კომუნიკაციები განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია, თითქოს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რამე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, არის ტყუილი“, – ...