Home » ბლოგი » ლურჯი ავტობუსებით უკმაყოფილო საზოგადოება-რას ამბობს ხალხი…

ლურჯი ავტობუსებით უკმაყოფილო საზოგადოება-რას ამბობს ხალხი…

ბლოგი

ქეთი მიქაძე

ახალი, ლურჯი ავტობისით დღეს პირველად ვიმგზავრე. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, თუ გინდა ხალხის აზრი გაიგო, ავტობუსში, ბანკში, განსაკუთრების პენსიების დარიგების დღეს, ტაქსისტების „ბირჟაზე“ უნდა მოუსმინო ხალხს. მოკლედ, ჯერ ძლივს ავედი ავტობუსში, მერე ძლივს ვიპოვე ხელმოსაკიდებელი, თორემ მძღოლს ისე დაჰყავდა მანქანა, გეგონება ხალხი კი არა, კარტოფილის ტომრები მიჰქონდა. როგორც იქნა დავდექი და შემომესმა ქალის ხმა-ბავშვია ცუდად, იქნებ ან ფანჯარა გახსნათ, ან კონდენციონერი ჩართოთო. მძღოლმა უპასუხა:

-ფანჯარა ღიაა, ეგენი მეტი არ იღება-ო.

ამ ქალის გვერდით მეორე ქალი იჯდა, რომელმაც მძღოლს კონდენციონერის ჩართვა მოსთხოვა, რაზეც პასუხი მიიღო:

-ამ კონდენციონერებს ჩვენ არ ვრთავთ, ჩართულია, მეც დავიხუთე, მაგრამ რა ვქნა-ო.

მერე ერთმა კაცმა „მთავრობა სულ სართულებად მოიხსენია“ და თქვა:

-„შემოიყვანეს ეს ავტობუსები, ეტყობა „ოცნების“ ფერი რომაა, მაგიტომ, აბა ისე არ ვარგა, დავიხუთეთ, ხალხზე ვინ ფიქრობს. ეს ფანჯარაა, კაცო? ამაში ჰაერი შემოვა? ოღონდაც სახელი ერქვას ახალი და ჩვენ დავხუთულვართ სულ. დღეს რომ ასეა, გაგანია ზაფხულში რა იქნება!..”

-აი, ნარმანია უნდა ჩასვა ამაში და 2 საათი ატარო, მერე ვნახოთ რას იტყვის. რატომ თქვენ არ იღებთ ხმას, მძღოლები? -ჰკითხა სამკაულებასხმულმა ქალმა მძღოლს.

-აბაა, ჩქარა… ჩვენ თუ ვეტყვით, ნარმანია მაშინვე „მუა“ და ჩაჯდება, მე რას მეჩხუბები, ეგერაა ცხელი ხაზის ნომერი და დაურეკე, ან აგერ, აქციაა, გადი და იქ იმიტინგე, წაიღე ტვინი, ჩავალ ახლა და წაიყვანე ეს ავტობუსი შენ“-უთხრა მძღოლმა, მაგრამ ქალი არ ჩერდებოდა.

-ხალხი არ ვარგივართ, არავინ არ უნდა ჩაჯდეს ამ ავტობუსში და მერე ნახავენ, მაგრამ სად გვაქვს ჩვენ პროტსტის გრძნობა!

-აი, მართალია, ეს ჟურნალისტები ყაყანის მეტით არაფრით ინტერესდებიან, გამოვიდნენ ფეხით ქალაქში, ნახონ რა ხდება, მაგრამ აბა, არც ეგენი უქნია პატრონს-აყვა მეორე ქალიც.

მათ წინ მე-5 კლასელი ბიჭი იჯდა, დიდივით ჩაერთო უფროსების საუბარში:

-ხალხი ვის აინტერესებს, ჯერ ენახათ, კლიმატი გაეხსენებინათ, მერე შემოეყვანათ ავტობუსები, ესენი მარტო უჰაერო კი არ არის, ჩვენი ქუჩებისთვის მოუხერხებელია, ისედაც სულ საცობებია და წარმოიდგინეთ, ყველა ყვითელი ავტობისი ლურჯით რომ შეიცვლება, მერე რა მოხდება ქუჩებში! მაგრამ ენანება მთავრობას ფული!

-აი, ყოჩაღ! შენ უფრო კარგად მსჯელობ, ვიდრე ჩვენი დეპუტატები, ნამდვილად გამოდგები მერად. რა გვარი ხარ, ბიძიკო?-ჰკითხა მოხუცმა კაცმა.

-მგალობლიშვილი-უპასუხა ბიჭმა-მაგრამ მე აქ არ ვიცხოვრებ, მამა თურქეთში ცხოვრობს, ხშირად ვარ იქ და რომ გავიზრდები, მეც იქით წავალ. არ მინდა მერობა-„უარი განაცხადა“ ბიჭმა-წარმოიდგინეთ, ახლა ამ ავტობუსში რამდენი ვირუსი ტრიალებს, ჩვენ კი სულ ნახშირორჟანგს ვსუნთქავთ, ხალხის ჯანმრთელობაზე არავინ ფიქრობს!-დაასრულა ბიჭმა.

ჭავჭავაძიდან ბარათაშვილამდე 61 ნომერ ავტობუსს 1 საათზე მეტი მოუნდა. საცობი იყო, ავტობუსი რომ ჩერდებოდა, საერთოდ იხუთებოდა კაბინა. რამდენიმე ადამიანმა მძღოლს კარების გაღება სთხოვა, პირველად ვიჯექით ამ ავტობუსში და უკანასკნელადო, თქვეს და ჩავიდნენ, ფეხით წავალთო.

დრო ბევრი იყო და ხალხიც ლაპარაკობდა, არც “ხეების ტარება” გამორჩენიათ, არც კოჰაბიტირებული ოცნება და არც რუსეთ-საქართველოს ურთიერტობა…სოციალურ მდგომარეობაზეც ისაუბრეს და ფასებზეც…აშკარად უკმაყოფილოა საზოგადოება დღევანდელი ყოფით, მაგრამ რადგან ახლა კონკრეტულად ამ ავტობუსებზე გიყვებით, მგზავრების მიერ როგორც ტავად განაცხადეს, “სატანჯველ მარშრუტში” გარჩეულ სხვა თემებს აღარ შევეხოთ.

მეც ერთი სული მქონდა როდის მივიდოდა ბარათაშვილზე, აღარ ისუნთქებოდა, ისეთი მძიმე ჰაერი იყო, გაჩერებაზე ყველა ღრმად სუნთქავდა, თითქოს ამ ერთი საათის “ჟანგბადს ინაზღაურებდნენ”

რატომ მოვყევი ეს ყველაფერი? იმიტომ, რომ რადგან 150 ავტობუსი უკვე შემოყვანილია და აწყობის მაგვარი პროცესებია, იქნებ გაითვალისწინოს მთავრობამ ხალხის გულისწყრომა და პრობლემა, რომელიც ნამდვილად დგას!

ვისაც არ გჯერათ, იმგზავრეთ დიდი მარშუტით და თავად დარწმუნდებით…სხვისი არ ვიცი, მე კი მართლაც ფეხით სიარული უფრო მირჩევნია, ვერც უჰაერობა დაგტანჯავს, ვერც ჯანჯღარი და საცობიც უძლურია ფეხითმოსიარულეთათვის…

 

Facebook Comments
x

Check Also

ვოლსკი ოპოზიციას პასუხობს

“პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ...