Home » მთავარი » მადლობის ფურცელი „კარგი შვილის აღზრდისთვის“ სკოლა “ლამპარში”

მადლობის ფურცელი „კარგი შვილის აღზრდისთვის“ სკოლა “ლამპარში”

6 მარტს, სკოლა “ლამპარში” დედის დღისადმი მიძღვლნილი ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, მონოლოგიები, წარმოადგინეს ცეკვები და შეასრულეს სიმღერები დედაზე. მოსწავლეებმა დედიკოებს ღონისძიების დასასრულს იების თაიგული მიართვეს.

„ია -ია დაგიკრიფე, ლურჯთვალა და კოპწია, დედის დღე და გაზაფხული ერთად მომილოცია“ ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები და სკოლის დირექტორი თეიმურაზ მენაფირე.

ღონისძიების დასასრულს მენაფირემ დედებს მადლობის ფურცელი „კარგი შვილის აღზრდისთვის“ გადასცა და მიულოცა დედის დღე:

„გილოცავთ დედის დღეს, დედობა გვირგვინია ქალისა, გისურვებთ შვილებისთვის ადამიანური ღირებულებები გადაცეთ, გაეხარებინოთ თქვენი გული განათლებით, წარმატებით კარგად ყოფნით და ცხოვრების გზაზე სწორი სვლით. თქვენ კი ჩემო პატარებო, დედა ერთადერთი დაუვიწყარი ადამიანია, დედის წყალობით შევიძინეთ ბევრი ღირსება , კარგი თვისებები და უნარები. დედა არის შენი ყველაზე ერთგული მეგობარი, როდესაც უეცარი და მძიმე განსაცდელი დაგატყდება თავს, როდესაც უბედურება გეწვევა და კეთილდღეობას შეცვლის, როდესაც მეგობარი მიგატოვებს, როდესაც უსიამოვნებები გაქვს, დედა მაინც შენთან არის და ცდილობს თავისი კეთილი დარიგებებით და რჩევებით გაფანტოს შენს ირგვლივ შავი ღრუბლები და შენს გულს სიმშვიდე დაუბრუნოს, არ დაივიწყოთ სანამ თვალით სამყაროს ხედავს ჩაეხუტეთ და მოეფერეთ დედას.“

Facebook Comments
x

Check Also

პატრიარქი – არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია

„შემთხვევით არაფერი არ ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლის”, – ამის შესახებ ...