Home » მთავარი » მათთვის, ვინც ტრამპის გაპრეზიდენტების გამო პანიკაში ჩავარდა!..

მათთვის, ვინც ტრამპის გაპრეზიდენტების გამო პანიკაში ჩავარდა!..

ამირან სალუქვაძე

ამირან

დონალდ ტრამპის პირველი ინტერვიუ მათთვის, ვინც პანიკაში ჩავარდა არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ცოტათი დამამშვიდებელი აღმოჩნდა.

ჩვენმა საინფორმაციოებმა არ ვიცი რამდენად გააშუქა, ამიტომ რამდენიმე წინადადებით ძირითად მესიჯები:

1. კითხვაზე ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებით პასუხობს, რომ რატომ უნდა გაგცეთ პასუხი მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლა, ჩვენ გვყავს საუკეთესო გენერლები და… (და ა.შ. მგონი ამ კუთხით ყველაფერი გასაგებია).

2. მექსიკის საზღვართან ღობის აშენებაზე განაცხადა, რომ ზოგ რაიონში კაპიტალური ღობის ნაცვლად ბადეც საკმარისი იქნება.

3. ბარაკ ობამას ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მის გაუქმებას არ აპირებს (არჩევნებამდე აკრიტიკებდა და გაუქმებას აპირებდა).

4. მილიონობით ადამიანის გაძევაბასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს ეხებოდა კრიმინალში შემჩნეულ პირებს.

5. საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ისინი მე არ მიცნობენ და ამიტომ გამოხატავენ პროტესტს.

6. დონალდ ტრამპი აპირებს პრეზიდენტის ხელფასზე უარი არ თქვას, თუმცა შემაცირებს მას 1 დოლარამდე.

კიდევ ისაუბრა ბარაკ ობამასთან შეხვედრაზე, ჰილარი კლინტონის სატელეფონო ზარზე და ა.შ.

ინაუგურაციამდე ალბათ კიდევ ბევრი ინტერვიუ იქნება. ნატოსთან დაკავშირებით არ უკითხავთ, თორემ ევროპაც დამშვიდდებოდა. გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, რადგან ევროპის ლიდერებთან მას განა ინტერვიუ ექნება? თუმცა, საბოლოო ჯამში ამერიკის პოლიტიკა ევროპასთან მიმართებაში ძირითად სტრატეგიას ისევე შეინარჩუნებს, როგორც ახლო აღმოსავლეთში. ამერიკას ევროპაშიც საუკეთესო გენერლები ჰყავს (ასე იტყვის არჩეული პრეზიდენტი)

%d1%81%d0%bd%d0%b8%d0%bc%d0%be%d0%ba

ანალოგიურად უცვლელი იქნება დონალდ ტრამპის პოლიტიკა სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში.

(ეს ვისაც არ წაუკითხავს. დაწერილია 10 ნოემბერს, გამოქვეყნდა 11-ში: https://www.facebook.com/Amiran.Salukvadze/posts/365304960473064 )

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

რიტორიკა ფასების ზრდის პარალელურად გაუფასურდა…

რატი აბულაძე ეკონომიკის დოქტორი ქართული ეკონომიკური ლანდშაფტის ფიქსირებული სიდიდეები გახდა: ინფლაცია და უმუშევრობა. ინფლაცია ასახავს ...