Home » მთავარი » მათი გმირობა ჩვენ დღესაც წელში გვმართავს და მომავლის იმედს გვაძლევს!

მათი გმირობა ჩვენ დღესაც წელში გვმართავს და მომავლის იმედს გვაძლევს!

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდში, ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგო.

პრეზიდენტმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ “რუსეთს მუდმივად ექნება გასაცემი პასუხი იმაზე, რანაირად გადადგა ასეთი სისხლიანი ნაბიჯი თავისი მეზობელი მცირე ერის წინააღდეგ”.

”ჩვენ აქ ყოველ წელს მოვდივართ იმიტომ, რომ პატივი მივაგოთ გმირებს, ვინც სიცოცხლის ფასად დაიცვა ჩვენი ქვეყანა როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად იმიტომ, რომ მათი გმირობა ჩვენ დღესაც წელში გვმართავს და მომავლის იმედს გვაძლევს. ერთი არის რეალობა, რუსეთი ვერასდროს გაექცევა იმ უსამართლობას, რაც მისი მეზობელი ერის წინააღმდეგ ჩაიდინა. ეს შავი ლაქა – ჯერ ოკუპაცია და შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე თითქოსდა დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება იქნება ის პრობლემა, რომელიც რუსეთს მუდმივად წინ დაუდგება”- აღნიშნა ქვეყნის პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქრთველოს ტერირიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება და ეს არ მოხდება ომის გზით.

“ჩვენ ნამდვილად დავიბრუნებთ და არა ომით, არამედ შერიგებით გავამთლიანებთ საქართველოს, მაგრამ რუსეთს მუდმივად ექნება პასუხი გასაცემი იმაზე, რანაირად გადადგა ასეთი სისხლიანი ნაბიჯი თავისი მეზობელი მცირე ერის წინააღმდეგ. რანაირად შეიძლება ბირთვულმა სახელმწიფომ აიღოს და თავის მეზობელ ერს ასეთი ტკივილი და ტრაგედია მიაყენოს და ამის მერე შექმნას და ვითომ აღიაროს რაღაც სახელმწიფოები. ჩვენ ნამდვილად დავიბრუნებთ საქართველოს მთლიანობას და ნამდვილად გავაერთიანებთ” – განაცხადა პრეზიდენტმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“თუ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარი ასე მნიშვნელოვანია, რატომ წაართვა დუშეთს არჩევის შესაძლებლობა?!.”

დუშეთის საკრებულოს წევრი მერი ფოლოდაშვილი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება მანამ, სანამ ქუჩაში ადამიანები ...