Home » მთავარი » მაია რჩეულიშვილის ადვოკატი 50 000 ლარიან გირაოს მოითხოვს

მაია რჩეულიშვილის ადვოკატი 50 000 ლარიან გირაოს მოითხოვს

მაია რჩეულიშვილის ადვოკატი მარიამ ცუცქირიძე მოსამართლეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის, მაია რჩეულიშვილის გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს, ის ყველა სამედიცინო დოკუმენტაციას წარუდგენს სასამართლოს.

 როგორც ადვოკატმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარე 50 000 ლარიან გირაოს მოითხოვს, რადგან ადვოკატის თქმით, მკურნალობა საკმაოდ ძვირი ჯდება და სასამართლოს უფრო მეტ თანხას ვერ შესთავაზებენ.

ადვოკატის და ოჯახის წევრების თქმით, მაია რჩეულიშვილს მარცხენა ფილტვზე სიმსივნე და გულის იშემიური დაავადება აქვს.  ცნობილი გახდა ისიც, რომ რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას ადასტურებენ მედიკოსებიც, სასამართლოსთვის წარსადგენ დოკუმენტაციაში ყველა ექიმი ხელს აწერს.

დაზარალებული მოქალაქეები კი სასამართლოს სამართლიანობისკენ მოუწოდებენ და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადება იხ. ლინკზე

http://www.geomediatv.ge/%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%a0-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%96/

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ბორდერიზაციის ადგილიდან დაახლოებით 150 მეტრში…

-“ჩვენი ხელისუფლების ხელისშეწყობით, ატოცში რუსმა ოკუპანტებმა დღე “წარმატებით” დაასრულეს: 330 მეტრი წარმატებით შეღობილია, 147 ბოძზე ...