Home » მთავარი » მაკედონიისთვის სახელწოდების შეცვლა ადგილობრივებმა გააპროტესტეს

მაკედონიისთვის სახელწოდების შეცვლა ადგილობრივებმა გააპროტესტეს

მაკედონიისთვის სახელწოდების შეცვლა 1,000-ზე მეტმა ადგილობრივმა გააპროტესტა. ამის შესახებ Euronews-ი წერს.

მიუხედავად იმისა, რომ სახელის შეცვლასთან დაკავშირებული შეთანხმება პარლამენტმა უკვე დაამტკიცა დემონსტრანტების მსგავსად მაკედონიისთვის სახელწოდების შეცვლას ეწინააღმდეგება მაკედონიის პრეზიდენტიც.

რამდენიმე დღის წინ მაკედონიისთვის სახელწოდების შეცვლას საბერძნეთშიც მოჰყვა პროტესტი. დემონსტრაციაში, რომელშიც 500-მდე ბერძენი მონაწილეობდა პოლიციამ მათ დასაშლელად ძალისმიერ მეთოდები გამოიყენა.

მაკედონიას სახელი შეეცვალა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდა. ორი ქვეყნის საზღვართან, შეთანხმებას ხელი საბერძნეთის პრემიერმინისტრმა, ალექსის ციპრასმა, მაკედონიის პრემიერმინისტრმა, ზორან ზაევმა და გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა 17 ივნისს მოაწერეს.

მაკედონიის სახელწოდების შესახებ კამათი 1991 წელს იუგოსლავიიდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო. ახლა, როდესაც მაკედონია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას გეგმავს, მისი სახელწოდება კიდევ უფრო აქტუალური გახდა. საბერძნეთის ხელისუფლება შიშობს, რომ ამ სახელწოდებამ შესაძლოა ჩრდილოეთ საბერძნეთის პროვინცია მაკედონიასთან დაკავშირებით სირთულეები შექმნას.

 

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს

საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ...