Home » მთავარი » „მალე დადგება დღე, როცა ქართული დროშა იფრიალებს სოხუმში და სამაჩაბლოში…გაბრწყინდება იბერია“

„მალე დადგება დღე, როცა ქართული დროშა იფრიალებს სოხუმში და სამაჩაბლოში…გაბრწყინდება იბერია“

გიორგი თევზაძე: საქართველოს ძირძველ რეგიონში, აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. საქართველოს ავბედითმა ისტორიამ დაანახა საზოგადოებას რამდენი გულანთებული გმირი ცხოვრობდა და ცხოვრობს ჩვენს გვერდით, რომლებიც საზოგადოების და ხელისუფლების დაფასებას საჭიროებს.

გიორგი თევზაძე 

„საქართველოს ძირძველ რეგიონში აფხაზეთში რუსეთ საქართველოს ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. ქართულ შენაერთებს რუსეთის რეგულარული არმიასთან ერთად აფხაზები და ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციისა და არაოფიციალურად გუდაუთაში განლაგებული რუსეთის რეგულარული არმიის სამხედრო ბაზის შენაერთები ებრძოდნენ.

სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას 27 ივლისს სოჭში ცეცხლის შეწყვეტისა და და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ დადებული შეთანხმება უძღოდა, თუმცა აფხაზური მხრიდან ის 16 სექტემბერს დაირღვა რაც ქართული პოლიტიკური ელიტისათვის კარგი სატყუარა აღმოჩნდა როგორც სჩვევიათ რუსეთის რეგულარულმა არმიამ და აფხაზი სეპარატისტების ბანდფორმირებებთან ერთად იმ დღეს შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან.

საქართველოს კი, შეთანხმების თანახმად, ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი უკვე კონფლიქტის ზონიდან გაყვანილი ჰყავდა. მასობრივ შემოტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს. ქალაქი საბოლოოდ დაეცა… უნდა ხაზგასმით აღინიშნოს, რომ აფხაზეთი უთანასწორო ბრძოლაში არა გულანთებული ქართველმა სამხედრო ნაწილებმა და მოხალისეებმა დაკარგეს არამედ პოლიტიკოსებმა უფრო სწორად პოლიტიკანებმა ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10- ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

აფხაზეთიდან 300 ათასი ეთნიკურად ქართველი საკუთარ სამშობლოში დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.ამასთანავე მთელი სისასტიკით რუსეთის სამხედრო ნაწილებმა, აფხაზ- სეპარატისტებმა ასევე დაქირავებულმა ბანდფორმირებებმა განახორციელეს ქართველთა ეთნოწმენდა, ამ ავბედითმა ისტორიამ მსოფლიო საზოგადოებას თვალნათლივ დაანახა, რომ ქართულ გენში კოდირებულად დევს ქართული სულის უკვდავება და ამასთანავე თითეულ ქართველში სამშობლოს რწმენა, რაც ოდიდგანვე ქართულ გენში იქნება მარადმჟამს სანამ იარსებებს ჩვენი პლანეტა.

საქართველოს ავბედითმა ისტორიამ დაანახა საზოგადოებას რამდენი გულანთებული გმირი ცხოვრობდა და ცხოვრობს ჩვენს გვერდით რომლებიც საზოგადოების და ხელისუფლების დაფასებას საჭიროებს. ხაზგასმით უნდა აინიშნოს, რომ სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე სქართველოს გმირი ჟიული შარტავა, 30-მდე გულანთებულ ვაჟკაცებთან ქართველთან ერთად დახვრიტეს, რომლებიც ასევე საქართველოს გმირები არიან. უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ დროებით ვერ ვაკონტროლებთ აფხაზეთს, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ბევრი შეცდომით ამბობს:

“ჩვენ დავკარგეთ სამაჩაბლო, დავკარგეთ აფხაზეთი”. ჩვენ არაფერი დაგვიკარგავს!… ეს არც გონებაში და არც გულში არავინ არ უნდა გავივლოთ! ჩვენ დროებით შეიძლება ვერ ვაკონტროლებლბთ ჩვენს ძირძველი ქართულ ტერიტორიებს, მაგრამ უნდა გვწამდეს და გვჯეროდეს, რომ ღვთის მადლით, მალე დადგება ის ბედნიერი დღე, როდესაც აფხაზეთი და სამაჩაბლო კვლავ საქართველოს შემადგენლობაში იქნება და გაერთიანდება, დღე, როცა ქართული დროშა იფრიალებს როგორც სოხუმში, ასე სამაჩაბლოში და უდაოდ გაბრწყინდება საქართველო – იბერია.“

Facebook Comments
x

Check Also

რაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. თავდაცვის ...