Home » მთავარი » “მამა გიორგი ითხოვს განმარტებებს საპატრიარქოდან…”

“მამა გიორგი ითხოვს განმარტებებს საპატრიარქოდან…”

დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოსა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისგან განმარტებებს ითხოვს. ეს განცხადება დეკანოზის ადვოკატმა მია ზოიძემ ჟურნალისტებტან საუბარში დაკავებულის ნახვის შემდეგ გააკეთა.

“მამა გიორგი ითხოვს განმარტებებს საპატრიარქოდან, საიდან გამომდინარეობდა პირველ რიგში მეუფე იაკობის მიერ სასჯელის დადება. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისგან კი აინტერესებს, რატომ დაედო ორი სასჯელი, ვინაიდან როგორც მამაომ თქვა, კანონიკური სამართლით არ შეიძლება სასულიერო პირს ორი სასჯელი დააკისროს, მამა გიორგის კი შეუჩერდა მღვდელმსახურება და ასევე უარი ეთქვა ზიარების უფლებაზე”, – განაცხადა მია ზოიძემ და აქვე დასძინა, რომ დეკანოზს მხოლოდ მღვდელმსახურება შეუჩერდა სასამართლო განხილვების დასრულებამდე და დეკანოზის სტატუსი არ ჩამორთმევია.

ამასთან, დაკავებული დეკანოზის ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გიორგი მამალაძისთვის გამოძიების დასრულებამდე სამღვდელო ხარისხის და საღმრთო ზიარების შეჩერება მისაღებია.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...