Home » პოლიტიკა » მამუკა მდინარაძე: გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და ნაცები – საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას

მამუკა მდინარაძე: გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და ნაცები – საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას

გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და ნაცები ხოლო საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას. საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას იმიტომ, რომ ეს არის ისტორიული ფაქტი. ეს მარტივი ნამდვილად არ იყო, ეს იყო უდიდესი შრომის შედეგი’, – ამის შესახებ ფრქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

„ჩვენ არც ვაპირებდით იმაზე საუბარს, თუ ვისი დამსახურება იყო ეს და მთელ საქართველოს, ყველა მოქალაქეს განურჩევლად ყველაფრისა, ვულოცავდით ამ გამარჯვებას თუმცა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განიზრახა ე.წ. პიარული ტრუკების კეთება. გუშინ, ამისი დრო ნამდვილად არ იყო თუმცა, იკადრეს. მათი მთავარი მიღწევა არის ის რეზოლუცია, რომლითაც ომიდან 2 თვეში საქართველოს ომის დაწყება დააბრალეს. ჩვენი და საქართველოს მთავარი მიღწევა ამ საკითხან დაკავშირებით იყო გუშინდელი დღე, როდესაც ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულმა სასამართლომ უკვე სამართლებრივად და არა პოლიტიკური შეფასებების და რეზოლუციის დონეზე დაადგინა, რომ რუსეთი ოკუპანტია და მან ადამიანის უფლებები დაარღვია ბევრ პუნქტში და ბევრ ნაწილში,”- თქვა მდინარაძემ.

მისი თქმით ხელისუფლებას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ხვალვე დაიწყება, რადგანაც ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული.

„თუმცა, დეოკუპაციის გზაზე ეს იყო უმნიშნელოვანესი და ისტორიული დოკუმენტი, რომელთა დაკავშირებითაც, როდესაც აღსრულების მექანიზმი ჩაირთვება მინისტრთა კომიტეტს ვგულისხმობ, გარკვეული მოთხოვნის უფლება გვექნება, როგორც მინიმუმ და სამართლებრივი საფუძველი გვექნება, რაც აქამდე ასე მყარად რა თქმა უნდა არ გვქონდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი „მიღწევა“ იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, სადაც საქართველოს ომის დაწყება ბრალდებოდა. „მათი ერთადერთი დამსახურება, რაზეც აგებენ ამ პიარულ ნარატივს, იყო ის, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს შევიდა სარჩელი. სარჩელის შეტანასაც თუ გვამადლიან მგონი ამაზე არ უნდა ვისაუბროთ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის უტიფრობას, მინდა გავახსენო, რომ მათ თითი-თითზე არ ჰქონდათ დადებული იმისთვის, რომ მოეძიებინათ ისკანდერის ნაწილები, რაც იყო მთავარი მტკიცებულება. ამაზე ზრუნვა და ასობით მტკიცებულების წარდგენა 2013 წლის შემდეგ მოხდა“, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

x

Check Also

მამუკა მდინარაძე – „ქართული ოცნებისა“ და სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე  ხორციელდება მასიური კიბერ შეტევები, ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელიც „ნეობოლშევიკებმა“ ვერ მოახერხეს, ყველაფერს ფარდა აეხდება

„ქართული ოცნების“ და სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე  ხორციელდება მასიური კიბერ შეტევები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იმ ...