Home » მთავარი » მამუკა მდინარაძე: მთელი გუნდი გადავერთვებით…

მამუკა მდინარაძე: მთელი გუნდი გადავერთვებით…

-“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ყველაზე დემოკრატიული არჩევნები, სადაც ხალხის არჩევანი შედეგზე რეალურად აისახა” – განაცხადა საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემა 2030-ში.

„ყველა წინა საპარლამენტო არჩევნები შიშით, გაყალბებით ტარდებოდა და იყო არა არჩევნები, არამედ ომი, თუ არ ჩავთვლით 90-იანი წლების დასაწყისის არჩევნებს, რომელსაც ქართველმა ხალხმა რეფერენდუმი უწოდა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი წარმატებას მიაღწევს.

„ჩვენს გუნდში ყველა კანდიდატი ღირსეულია და ყველა მათგანს 50%-თან მიახლოებული შედეგი აქვს. ნაწილმა პირველივე ტურში მოახერხა გამარჯვება, ნაწილი კი, ბრძოლას მეორე ტურში განაგრძობს. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, საარჩევნო კამპანიის ხარვეზიც იყო, ზოგ შემთხვევაში ოპონენტი იყო ძლიერი, ზოგ შემთხვევაში კი – ბევრი ოპონენტი. დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში ყველა მათგანი ძალიან ღირსეულ გამარჯვებას მიაღწევს. ამაში მთელი გუნდი გადავერთვებით და ჩვენი კანდიდატებისა და ქვეყნის წარმატებისთვის მობილიზებული ვიქნებით“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“საშინელ სიზმარშიც არ დაგვესიზრმებოდა…”

დავით ნებიერიძე საზოგადოება “ივერია” -ვუსმინე შანდეროვიჩის ლექციას ტვ”დოჟდზე”, სადაც ის განიხილავს რუსეთში შექმნილ პოლიტიკურ მოცემულობას ...