Home » პოლიტიკა » მამუკა მდინარაძე: „მოქალაქეებს“ ჩვენგან ყველა საკითხზე თანხმობა სურს, რაც წარმოუდგენელია, თუმცა შეხვედრამ იმის თქმის საფუძველი მოგვცა, რომ საბოლოოდ შევთანხმდებით

მამუკა მდინარაძე: „მოქალაქეებს“ ჩვენგან ყველა საკითხზე თანხმობა სურს, რაც წარმოუდგენელია, თუმცა შეხვედრამ იმის თქმის საფუძველი მოგვცა, რომ საბოლოოდ შევთანხმდებით

შემიძლია გითხრათ, რომ საარჩევნო რეფორმას რაც შეეხება გარკვეული დეტალების გარდა, რაც ასევე საკამათო გახდა და მე მგონია, ისეთი დეტალებია, რაც საკამათო საერთოდ არ უნდა იყოს, ჩვენ პრაქტიკულად, შეთანხმებულები ვართ. ამ კუთხით გარკვეული პოზიტივები იყო მანამდეც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთადაც და შესაბამისად, აქ ნაკლები პრობლემა ჩანს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარტია „მოქალაქეებს“ სურს, რომ ყველა საკითხზე ხელისუფლებისგან თანხმობა მიიღოს, რაც მდინარაძის თქმით, წარმოუდგენელია.

„ძალიან მოკლედ რომ მოგიყვეთ, შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება ცოტა მეტი სიჯიუტითაც, ზედმეტი ე.წ. პრინციპულობითაც უდგებიან ყველა იმ საკითხს, რასაც ზოგადად ოპოზიცია აყენებს. მეჩვენება, რომ გარდა რიგგარეშე არჩევნებისა, რომელზეც ესე პრინციპულად არ უსაუბრიათ, პარტია „მოქალაქეებს“ სურთ, რომ ყველა საკითხზე მიიღონ ჩვენგან თანხმობა, რაც წარმოუდგენელია. არის იქ გარკვეული დეტალები, რაზეც თანხმობა უბრალოდ რაციონალურად, იურიდიულადაც კი შეიძლება შეუძლებელი იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ რაც კი რაციონალურია, სახელმწიოფებრივია, იურიდიულად გამართული შეიძლება იყოს, ყველაფერზე მოგყვებით, კი ბანოტო, მაგრამ იურიდიულად გაუმართავ საკითხებზე, მათ შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, გარკვეულ დეტალებში როდესაც სიღრმეში ჩავდივართ, გაუმართავ დეტალებზე ვერ წავყვებით. დანარჩენი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შეხვედრამ მოგვცა დამატებით იმის თქმის საფუძველი, რომ შევთანხმდებით საბოლოოდ და მათ ალბათ, ექნებათ იმისი თქმის უფლებაც და საფუძველიც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული დათმობები განახორციელა და მათი პირობები, ასე ვთქვათ, შესრულდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

x

Check Also

დავით მათიკაშვილი – ერთადერთი, ვისაც საქართველოში არ სურს მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეთა დასხდომა და რეალური გადაწყვეტილების მიღება „ნაციონალური მოძრაობაა“

ნოდარ მელაძისგან და „ტვ პირველისგან“ ნამდვილად მიჩვეული ვართ ტყუილების ტირაჟირებას ფაქტების, ფალსიფიციკაციას, ფალსიფიცირებული რეპორტაჟებსა და ...