Home » მთავარი » მამუკა მდინარაძე: ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

ოპოზიციისთვის მოწოდებისა და ხელისუფლებისა და ცესკო-ს მისამართით გაჟღერებული ბრალდების გამოძიების აუცილებლობისგან და მმართველი პარტია ორივე მათგანს იზიარებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„იქ იყო ორი მთავარი ნაწილი, რაც შეიძლება ასე გამოვყოთ, დეტალებში რომ არ ჩავიდეთ – ერთი იყო მოწოდება ოპოზიციის მიმართ, რომ ისინი შევინენ პარლამენტში და მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესებში და, ბუნებრივია, ჩვენც ამას ვამბობთ და მეორე, იყო საუბარი, რომ გამოძიებული უნდა იქნას ის ბრალდებები, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ზოგადად, ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული და ხმოვანდება საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, აქაც ვეთანხმებით და უფრო მეტიც, ქმედითად ვეთანხმებით, იმიტომ, რომ საპარლამენტო კომისიაში ვთავაზობთ ოპოზიციის ხელმძღვანელობით და მონაწილეობით, გამოიძიონ ყველა დეტალი. არა ჩვენ, არამედ მათ, თავიანთივე ძალისხმევით, თავიანთივე მონაწილეობით და აქაც, ბუნებრივია, თანხმობა უკვე გახმოვანებულია ჩვენი მხრიდან შეთავაზების სახით ოპოზიციის მიმართ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციას იმედი არ აქვს, რომ მათ მიერ ჩატარებული სრულფასოვანი გამოძიების შედეგადაც კი, არჩევნების შედეგებში რაიმე ცდომილება დადასტურდება და ეს არის ოპოზიციური სპექტრის სრული ლუსტრაცია, რომელთაგანაც ნაწილს, მდინარაძის განცხადებით, ინტერესი აქვს, რომ მოლაპარაკება არ შედგეს.

„შემიძლია დარწმუნებით გითხრათ ერთი რამ, მმართველი გუნდის მხრიდან არსებობს უკვე შეთავაზება, რომ 1%-იანი გადახრა, ცდომილება საგამოძიებო კომისიის მიერ შემოწმების შედეგად და სრულფასოვანი გამოძიების შედეგად თუ დადგინდება, ჩვენ ვართ ნებისმიერ პირობაზე წამსვლელები და ვერავის წარმოედგინა ამ ქვეყანაში, თუ ამ პირობაზე რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი უარს იტყოდა. უარს ამბობენ ისინი ერთადერთი მიზეზით – მათ არ აქვთ იმედი, რომ მათივე ჩატარებული სრულფასოვანი გამოძიების მიხედვით, ასეთი ცდომილება დადასტურდება და ეს არის სრული ლუსტრაცია ოპოზიციური სპექტრის, სამწუხაროდ, რომელთაგანაც ნაწილს ინტერესი აქვს, რომ მოლაპარაკება არ შედგეს და ნაწილი გარკვეულწილად არის მათი ერთგვარი ზეგავლენის ქვეშ. ტრენდად იქცა, რომ თუკი არჩევნებზე საუბრის დროს მათ გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, შეთანხმება ხვალ შედგება თუ არა, ამაზე პროგნოზი გამიჭირდება, თუმცა მე მაინც მგონია, ოპტიმისტი ვიქნები, რომ რაციონალურად იფიქრებენ, სახელმწიფოებრივად იაზროვნებენ და მიიღებენ ფაქტობრივი რეალური მოცემულობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას და ეს ამავდროულად, იქნება სახელმწიფოებრივიც,“ – განაცხადა მდინარაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა

x

Check Also

მამუკა მდინარაძე – „ქართული ოცნებისა“ და სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე  ხორციელდება მასიური კიბერ შეტევები, ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელიც „ნეობოლშევიკებმა“ ვერ მოახერხეს, ყველაფერს ფარდა აეხდება

„ქართული ოცნების“ და სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე  ხორციელდება მასიური კიბერ შეტევები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იმ ...