Home » პოლიტიკა » მამუკა მდინარაძე: საბედნიეროდ ეს არის კრიზისი, რომელიც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურს ვერ გასცდა

მამუკა მდინარაძე: საბედნიეროდ ეს არის კრიზისი, რომელიც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურს ვერ გასცდა

არ არსებობს ინსტიტუტი, მათ შორის პარლამენტი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ვერ ასრულებს – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ POSTV-ის ეთერში.

კითხვაზე, არის თუ არა კრიზისი, როგორც ამას ოპოზიცია ამბობს, მამუკა მდინარაძე პასუხობს – „საბედნიეროდ ეს არის კრიზისი, რომელიც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურს ვერ გასცდა“.

„ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მუშაობს გამართულად. თუ პოლიტიკურ პრობლემებზე ვილაპარაკებთ, პრობლემაა, რომ პარლამენტში ოპოზიცია ძალიან მწირადაა წარმოდგენილი. ძალიან კარგი იქნება, თუ პარლამენტში იქნებიან სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც მათ მიმართ დაკვეთას შეასრულებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

x

Check Also

მამუკა მდინარაძე – „ქართული ოცნებისა“ და სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე  ხორციელდება მასიური კიბერ შეტევები, ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელიც „ნეობოლშევიკებმა“ ვერ მოახერხეს, ყველაფერს ფარდა აეხდება

„ქართული ოცნების“ და სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე  ხორციელდება მასიური კიბერ შეტევები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იმ ...