Home » პოლიტიკა » მამუკა მდინარაძე – „ქართული ოცნებისა“ და სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე  ხორციელდება მასიური კიბერ შეტევები, ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელიც „ნეობოლშევიკებმა“ ვერ მოახერხეს, ყველაფერს ფარდა აეხდება

მამუკა მდინარაძე – „ქართული ოცნებისა“ და სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე  ხორციელდება მასიური კიბერ შეტევები, ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელიც „ნეობოლშევიკებმა“ ვერ მოახერხეს, ყველაფერს ფარდა აეხდება

„ქართული ოცნების“ და სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე  ხორციელდება მასიური კიბერ შეტევები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელიც „ნეობოლშევიკებმა“ ვერ მოახერხეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალსტებთან საუბარში განაცხადა.

მისი შეფასებით,  ნიკა მელიას დაპატიმრებისას, მათ,  კანონის და სახელმწიფოს მიმართ წინააღდდეგობის გაწევა ვერ გაბედეს.

„საბოლოო ჯამში,  შეიძლება ითქვას, რომ  მათ, კანონის და სახელმწიფოს მიმართ წინააღდდეგობის გაწევა ვერ გაბედეს.  ვინც ასე მოიქცა სწორია საქციელია, ვინაიდან  კანონის მოთხოვნეს უნდა დაემორჩიოს ყველა და არავის თვითმიზანი არ გახლავთ ვინმს დაჭერა.

ჩვენ გაქვს მარტივი მოცემულობა, რომ თუ კანონს კანონი ჰქვია და სახელმწიფოს სახელმწიფო, მის კანონიერ მოთხოვნებს უნდა დაემორჩილოს.

რაც შეეხება კიბერ შეტევებს, დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი ორგანოები უმოკლეს დროში გამოიძიებენ, ვინ უწყობს ხელს დესტაბილიზაციის გეგმას საქართველოში.

მათ, რაც არ უნდა დესტრუქციული მეთოდები მოიშველიონ სახელმწიფო და კანონი  თავის  ადგილას დგას და  ყველაფერს ფარდა აეხდება,“ – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავეს.

x

Check Also

მამუკა მდინარაძე – ერთადერთი ადამიანი, ვისზეც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების საკითხია დამოკიდებული, თავად არის, კიდევ რამდენიმე დღე რჩება, კარგად გაიაზროს გადაწყვეტილება

ნიკა მელიას, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არის აბსოლუტურად საპირისპირო და ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციას უწყობენ ...