Home » მთავარი » მაჟორიტარი ჩვენთვის არ არის და გამგებელი! ჩვენი ხმა მთავრობამდე რომ მიიტანოს!

მაჟორიტარი ჩვენთვის არ არის და გამგებელი! ჩვენი ხმა მთავრობამდე რომ მიიტანოს!

სოფელ კაკაბეთის მოსახლეობა უწყლობისგან ისევ იტანჯება! ონკანში ისევ ისეთი ჭუჭყიანი წყალი მოდის, მისი დალევა შეუძლებელია! დრო გადის, მოსახლეობა კი ისევ დახმარებას ითხოვს!

კაკაბეთიდან კიდევ ერთი წერილი მივიღეთ. მოსახლეობა ისევ სასმელ წყალს ითხოვს. როგორც ირკვევა, წინა წერილს შედეგი მაინც მოჰყვა და ახლა გამგებელს ყოველ წუთში ნახავ კაბინეტში, აი, მთავარი პრობლემა კი, ისევ მოუგვარებელი რჩება.

კაკაბეთიდან წინა წერილი იხილეთ ლინკზე

http://www.geomediatv.ge/%e1%83%9f%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9d-%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%99%e1%83%90/

სოფლის მაცხოვრებლებმა ამჯერადავ მათი გასაჭირის გასაჯაროება გვთხოვეს.

-„მას მერე, რაც პირველი წერილი გამოგიგზავნეთ, გამგებელი სულ სოფელში ტრიალებს, მაგრამ რა ხეირი-სასმელი წყალი ისევ არ გვაქვს და იმედიც გადაგვეწურა, რომ ოდესმე გვექნება. მაჟორიტარი ხომ ჩვენთვის არ არის, ნეტა საერთოდ რად გვინდა მაჟორიტარები, აქა-იქ შემორჩენილი საარჩევნო პლაკატიდან თუ აღვიქვამთ მის სახეს.  ჩვენი ხმის მიმტანი მთავრობასთან არავინ არის!

სოფელს უამრავი პრობლემა აქვს, მაგრამ ახლა, ამ ზაფხულში კიდევ უწყლობა, საშინელებაა, მერამდენე ზაფხულია ასე ვწვალობთ. ისე მაინც მოვიდეს ვინმე და დაგველაპარაკოს, ის მაინც გვითხრაო ოდესმე მაინც თუ ექნება ხალხს სასმელი წყალი. აი, ესაა, როცა არჩევნების ბედს ერთი და ორი ბობოლა ადამიანი წყვეტს და ისიც იმიტომ, რომ ან სპორტსმენია და ძალა ერჩის, ან პარლამენტარის ახლობელია…

კატეგორიულად მოვითხოვთ მოგვხედოს მთავრობამ, თორემ სულ მალე ისევ დაგვიწყებენ სდევნას, არიქა, ხმა მოგვეციო, ნუთუ რაიმე შეუძლებელს ვითხოვთ? მხოლოდ ერთს-სუფთა სასმელ წყალს!

Facebook Comments
x

Check Also

საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე მოსამართლეც არჩეულია

უზენაესმა სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია. ის მე-9 მოსამართლეა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი ...