Home » მთავარი » მაჟორიტარობის კანდიდატი ცესკო-ს შენობასთან შიმშილობას იწყებს

მაჟორიტარობის კანდიდატი ცესკო-ს შენობასთან შიმშილობას იწყებს

დღეს 12:00 საათიდან პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი, დიდუბის მე-15 ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი დავით ფერაძე იწყებს შიმშილობის საპროტესტო აქციას ცესკოს შენობათან.

%d1%81%d0%bd%d0%b8%d0%bc%d0%be%d0%ba

აქციის ძირითადი მოთხოვნაა შეწყდეს საარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში პედაგოგების „დამოუკიდებელ“ წევრებად და სახელისუფლებო პარტი(ებ)ის აგიტატორებად იძულებითი ჩართვის მავნე პრაქტიკა, რაც ფაქტიურად წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას საარჩევნო მიზნებისათვის და სერიოზულ ზიანს აყენებს მასწავლებლის პროფესიულ რეპუტაციას.

ამ პრობლემის გამოსწორების მოთხოვნით არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ახდენს აღნიშნულ საკითხის სრულ იგნორირებას. უფრო მეტიც: მუქარის მცდელობა და ზეწოლა ხორციელდება ჩემი, როგორც კანდიდატის მიმართაც. სოციალური ქსელებით ვიღებ გამაფრთხილებელ მესიჯებს, სრულიად უკანონოდ იდევნებიან ჩემი წარმომადგენლები. ამიტომ პრობლემისადმი ყურადღების მისაქცევად დღის წესრიგში დადგა პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოყენება.

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს:  პოლიტიკურ გაერთიანებებს, ადგილობრივ და უცხოურ სადამკვირვებლო  ორგანიზაციებს  დააფიქსირონ თავიანთი დამოკიდებულება ზემოაღნიშნულ საკითხზე, რომლის გადაუწყვეტელობა საფრთხეს უქმნის არჩევნების ლეგიტიმურობას.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თბილისის საკრებულოში კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა ევროპის კულტურის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კარლ ერიკ ნორმანთან. შეხვედრაში მონაწილებას იღებდნენ თბილისის ...