Home » მთავარი » “მაჟორიტარს არ გაქვს უფლება თვალი დახუჭო, კერძო ინტერესები წინ დააყენო, ან ზურგი აქციო!..”

“მაჟორიტარს არ გაქვს უფლება თვალი დახუჭო, კერძო ინტერესები წინ დააყენო, ან ზურგი აქციო!..”

გულიკო ზუმბაძე

საკრებულოს დეპუტატი

-“მაჟორიტარობა ყველაზე რთული ვალდებულებაა, საპატიოც, საამაყოც!
შენი ამომრჩევლისთვის თავისდადებაც უნდა შეგეძლოს – სხვანაირად, თუ გულწრფელი ხარ, ვერ მოიქცევი! უნდა შეგეძლოს გულისტკენის ატანაც (მას მადლიერება, სითბო და სიყვარული ჩაანაცვლებს), მათი ინტერესებით , ტკივილითა და სიხარულით ცხოვრება უნდა შეგეძლოს!

ბრძოლა უნდა შეგეძლოს, წინააღმდეგობის გაწევის უნარი უნდა გქონდეს, როცა მათ ბედს, აწმყოსა და მომავალს არასწორი გადაწყვეტილებებით საფრთხეს უქმნიან! ის შენ გენდობა, შენ ეიმედები და არ გაქვს უფლება თვალი დახუჭო, კერძო ინტერესები წინ დააყენო, ან ზურგი აქციო!..

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...