Home » მთავარი » ,,მარადიული ქიბარის” სინდრომი არის საშიში-დაუშვებელი სისულელეა ქვეყანაში ყოველთვის მოგეძებნებოდეს ,,უკვდავი ქიბარი,,

,,მარადიული ქიბარის” სინდრომი არის საშიში-დაუშვებელი სისულელეა ქვეყანაში ყოველთვის მოგეძებნებოდეს ,,უკვდავი ქიბარი,,

ელზა ჯმუხაძე

ადვოკატი

-“არ მომწონდა, არ მომწონს და არც არასოდეს მომეწონება, როდესაც ვინმეს რაიმე ფორმით ავიწროვებენ, მით უფრო, თუ ეს შევიწროვება ალტერნატიული, რაგინდ რა მიუღებელი აზრის ჩახშობას გულისხმობს! განსაკუთრებით არ მომწონდა, არ მომწონს და არც არასოდეს მომეწონება, როდესაც ეს კეთდება კანონის და სასამართლოს სახელით!

ჩვეენი უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა, რაც არ უნდა ,,დიდი,, იყოს ის, ვერასოდეს ახსნის ერთადერთს: თუ რუსთავი 2- ს საქმე არ იყო პრეცენდენტული, მაშინ რატომ იქნა დასაშვებად ცნობილი საკასაციო სარჩელები და თუ პრეცენდენტული იყო, რატომ არ გაიმართა ზეეპირი მოსმენა, ან თუნდაც ამ ზეპირ მოსმენაზე როგორ გახდა შესაძლებელი გადაწყვეტილების ასე სტახანოვურ-დამკვრელურ დროში მიღება?

მე არ ვიცი, ვის მოეწონება ჩემი ასეთი პოზიცია და ვინ გამაკრიტიკებს, მაგრამ ამას ვამბობ პირადად მე, სრულიად ზეპარტიული პოზიციიდან, რადგან ჩემთვის ორი ყველაზე დიდი ავტორიტეტი არსებობს – მაღლა ღმერთი და დედამიწაზე – კანონი, რომლის ფეხქვეშ გათელვაც არის საშიში დანაშაული! ქვეყანა უნდა გავიდეს იმ მოჯადოებული წრიდან, როცა სხვის შეცდომებზე სწავლა კი არ გვიჭირს, მუდმივად სწორედ ამ შეცდომების გზით დავდივართ. შედეგად, ყოველი მომდევნო ხელისუფლება მის წინამორბედზე მხოლოდ რევანშირებს და ამას სამართლიანობის აღდგენას არქმევს; უხერხულადაც კი არ გრძნობს თავს იმის გამო, რომ ყველაფერს ზუსტად ისევე აკეთებს (შესაძლოა, გაცილებით რბილად, ანუ დახვეწილად), როგორც თავის დროზე ის ,,სხვა,, აკეთებდა, რომელიც სწორედ ამ დანაშაულებრივი შეცდომების გამო კინწისკვრით გააძევა ხალხმა. ბრიყვია ხელისუფლება, რომელიც ერევა ხალხს და თან უნდა, რომ ,,ბაბაი,, დაუძახონ, რადგან ასეთი მდგომარეობა დიდ ხანს არასოდეს გრძელდება! კიდევ უფრო ბრიყვია ხელისუფლება, რომელიც ხალხს სიტყვის უფლებას და ამ გზით თუნდაც ,,ორთქლის გამოშვების,, საშუალებას უზღუდავს, რომელიც მდუღარე ქვაბს სახურავს მჭირდოდ აფარებს და სწორედ ამით ასაფეთქებლად საკუთარი ხელით ამზადებს. არა და არ არის ხელისუფლების საქმე, ვის როგორი მედიასაშუალება მოსწონს – ხელისუფლების საქმეა, მოგვცეს საშუალება, მოვისმინოთ განსხვავებული აზრი, რაც ერთ ხმაში მომღერალი მედიასაშუალებების და ,,მარადიული ქიბარების,, ხელში არის წარმოუდგენელი! იმ ყველაფერში, რაც ახლა ხდება, ჩემთვის ზუსტადაც ამ ,,მარადიული ქიბარის,, სინდრომი არის საშიში – დაუშვებელი სისულელეა, ქვეყანაში ყოველთვის მოგეძებნებოდეს ,,უკვდავი ქიბარი,, რომელსაც როცა გინდა, მაშინ გამოიყენებ და რომლის ხელითაც თავს დაესხმები ნებისმიერ იმ მედიასაშუალებას, საიდანაც დითირამბები არ გესმის! დღევანდელი მოვლენები გლობალურ ჭრილში არის საგანგაშო, რადგან ეს ,,კინო,, ნანახი გვაქვს და ვიცით, რომ ცუდად მთავრდება.

მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ასეთი ,,ფინალი,, გვაქვს ნანახი, ხალხი არ ამბობს და არც არასოდეს იტყვის, რომ დაიღალა, რადგან ყოველი მსგავსი ცუდი დასასრული მეტ მოტივაციას აჩენს, ვიბრძოლოთ იმგვარი რეალობისთვის, სადაც სიტყვა იქნება ნამდვილად თავისუფალი; ,,პირველად იყო სიტყვა,, – ეს ფაქტია, რომელსაც, ამქვეყნად, საბედნიეროდ, ვერ შეცვლის ვარანაირი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და მით უმეტეს ამ რეალობას ვერ შეცვლის ვერანაირი ,,ქიბარ-სამჭედლო,, ხელისუფლება, რადგან ამ სიტყვას სწორედაც სიტყვით შექმნილი ადამიანი ყოველთვის იტყვის!

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორტ ბენინგის ...