You are here
მარილის პრობლემა ბავშვთა კვებაში ეს საინტერესოა მედიცინა მთავარი ყველა სიახლე 

მარილის პრობლემა ბავშვთა კვებაში

სამედიცინო რუბრიკა

ნინო ჭელიძე  

ქართული სუფრა წარმოუდგენელია მარილის გარეშე, უფრო მეტიც, სუფრის გაშლის ჩვეული წესის თანახმად მაგიდაზე ყველა პროდუქტზე ადრე  სამარილე მიგვაქვს. 

სუფრის გარდა,  ქართულ ენაში მარილთან დაკავშირებული ბევრი გამოთქმაც გვხდება,   მართალია, რომ მარილი სიცოცხლისთვის აუცილებელი მინერალია, მაგრამ მის ჭარბი მოხმარებას ზიანი მოაქვს არა მხოლოდ ზრდასრული ადამიანისთვის, არამედ ბავშვებისთვისაც.

ზრდასრულებში  მარილის ჭარბი მოხმარება ასოცირებულია ჯანმრთელობის  სხვადასხვა პრობლემებსა და მდგომარეობებთან, როგორიცაა ოსტეოპოროზული ცვლილებები, კუჭის კიბო, თირკმლის ქრონიკული დაავადებები,   თირკმლის კენჭოვანი დაავადება, ზოგადი სიმსუქნე, ის ამძიმებს მენიერის დაავადების, ასთმის, ალც-ჰაიმერის დაავადებისა და დიაბეტის სიმპტომატიკასაც

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით,   ინსულტისა და სხვა კარდიო-ვასკულური პათოლოგიებისა 15% მსოფლიოში არის ასოცირებული მარილის ჭარბ მოხმარებასთან, მათ შორის  სიკვდილის  შემთხვევების დიდი ნაწილი მოდის დაბალი შემოსავლის  მქონე  ქვეყნებზე.

როგორც ხედავთ მარილის ჭარბი მოხმარება საშიშია და მით უფრო საშიშია  ბავშვებისთვის, არადა სულ რამდენიმე წლის წინ მარილისგან მომდინარე საფრთხე თითქმის უცნობი იყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს, რომ არ მივიღოთ დღე-ღამეში 6 გრამზე მეტი მარილი.  6 გრამი მარილი, ერთ გადასწორებულ ჩაის კოვზს შეესაბამება.  ეს დოზა ბავშვების შემთხვევაში კი უფრო მცირეა.

გახსოვდეთ,  რომ 1 წლამდე ბავშვისთვის რეკომენდირებული მარილის დოზა  დღეში მხოლოდ 1 გრამია. 

დადასტურებულია, რომ კვებითი ჩვევები ბავშვებსა და მოზარდებში–გავლენას ახდენენ მათ კვებით ქცევაზე მოზრდილობისას. მარილისა და ზოგადად, მარილიანი საკვების სიყვარული, ეს არის გზა აღნიშნული გემოვნებითი ფაქტორის ჩამოყალიბებაში. მოზრდილ პირებში მარილის მოხმარების შემცირების რეკომენდაციების ეფექტურობა და მათი წარმატების ერთგვარი გასაღები–ბავშვებში ამ ჩვევის სასტარტო მაჩვენებელშია.

საქართველოში გაცილებით მძიმე სურათი გვაქვს, რადგანაც მოზრდილების მსგავსად, ბავშვებში, რეალურად, მარილის მოხმარება მაქსიმალურ რეკომენდირებულ დოზას აღემატება.

მარილის მოხმარება შეიძება რამდენიმე მარტივი გზით შემცირდეს. მაგალითად  ჯანმრთელი საუზმე – ჩიპსების, შებოლილი ძეხვეულის, ნაცვლად;

ნებისმიერი ასაკის ბავშვისათვის სადილის მომზადებისას, მარილის დამატებისაგან თავის შეკავება და ბავშვების გადაჩვევა სუფრასთან მარილის დამატებისგან;

მარილის მოხმარების მხრივ ბავშვათა ასაკში გამომუშავებული ჩვევა, კარგი საწყისია მოზრდილობაში მარილის სწორი მოხმარების თვალსაზრისით.

ჩვილი ბავშვები საჭიროებენ მცირე რაოდენობით მარილს, რადგან მათი თირკმელი არ არის მზად, რათა გაუმკლავდეს ჭარბი რაოდენობით ნატრიუმს.

იმ პერიოდიდან, როდესაც ბავშვი იწყებს კვებას იმავე საკვებით, რითაც დანარჩენი ოჯახის წევრები, მნიშვნელოვანია–არ დაამატოთ მარილი საკვების მომზადებისას.

გახსოვდეთ, რომ მარილის შემცირება გააუმჯობესებს თქვენი შვილების   ჯანმრთელობას.  

 

Comments

comments

Related posts