Home » მთავარი » მარინა ჩაჩუა: პირველი მაინც “ჭკუაა”, რომელიც ჯერ არ ჩანს!

მარინა ჩაჩუა: პირველი მაინც “ჭკუაა”, რომელიც ჯერ არ ჩანს!

პარლამენტის დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებით, იმისათვის, რომ საქართველომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დაიბრუნოს, რუსეთის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს და ნატო-ში შესვლაზე უარი თქვას.

-„ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები რუსეთშია»-თამაზ მეჭიაურის ამ განცხადებას პროგრესულ-დემოკრატიული პარტიის დევნილთა ორგანიზაციის აფხაზეთის სექტორის კურატორი მარინა ჩაჩუა ეხმიანება:

-„ჩვენი ტერიტორიულო მთლიანობის აღდგენის გასაღები საქართველოშია, ისეთ ცხრაკლიტულში დევს და მანამ იდება, ვიდრე
1. არ მიხვდება თითოეული საქართველოს მოქალაქე ამას,
2. ვიდრე თითოეული მოქალაქე არ მოუხმობს ჭკუას და არ აღიარებს, რომ გარე–გარე კი არ უნდა ეძებოს პრობლემის თავი და ბოლო, არამედ საკუთარ თავში.
3.არსებობს საფრთხეც, რომ არ დაასწროს და ამ ცხრაკლიტულში არ შეიპაროს დღევანდელი შერიგება–მორიგების გაუგებარი სამინისტრო ან მისი მსგავსი.
მოკლედ, პირველი მაინც “ჭკუაა”, რომელიც ჯერ არ ჩანს! ასეა, ეს და იძახეთ არაო – ერთი ნატოსკენ გეიქეცით, მეორე რუსეთისკენ ამ ნიშნით გახსენით ფრონტი დედაქალაქში, გააჩაღეთ სამოქალაქო ომი (გამოცდილება არ არის თუ?!) და წეწეთ ეს ქვეყანა, ცოტაღა დარჩა ილევა “შაგრენის ტყავივით”. ისე, აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთს რომ ჩააბარეს მავანთ, მათ გონიათ ალბათ რომ გასაღებიც უბოძეს, ასეც იყო, მაგრამ მივუხვდით და საკეთი შევცვალეთ, გასაღები კი ცხრაკლიტულშია, არ გამოვიდა ეს შტუკა და აფაფხურდნენ ისევ?
ვახ, მართლა განწირული ხარ ქვეყანავ, ჩემო?“

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

არ შეიძლება შენი ქვეყნის კონსტიტუცია მოკლა შენი ინტერპრეტირებით

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ვიცესპიკერმა მამუკა მდინარაძემ ტ/კ „ იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ სრულად მაჟორიტარული ...