Home » მთავარი » მარინ ლე პენს საფრანგეთის ევროკავშირიდან და ნატოდან გამოსვლა უნდა

მარინ ლე პენს საფრანგეთის ევროკავშირიდან და ნატოდან გამოსვლა უნდა

პარტია „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი აცხადებს, რომ საფრანგეთი აუცილებლად უნდა გამოვიდეს ევროკავშირიდან, ასევე უნდა დატოვოს ნატო და ევროზონა. ლე პენის განცხადებას ბერძნული გაზეთი Δημοκρατία ავრცელებს. გაზეთი იმასაც ამბობს, რომ ლე პენი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. მან ასევე გააკრიტიკა ევროპული ვალუტა და „შანტაჟის ინსტრუმენტი” უწოდა.

-„Frexit  იქნება ჩემი პოლიტიკის ნაწილი, სადაც ევროა, იქ გაიზარდა ფასები, გაიზარდა გადასახადები და უმუშევრობა, შემცირდა ხელფასები და პენსია და ხალხი გაღარიბდა“.

მარინ ლე პენმა ევროზონის დატოვება შესთავაზა პორტუგალიას, ესპანეთს, ირლანდიას, საბერძნეთს და კიპრს.

-„იდეალური იქნება, თუ ყველა ეს ქვეყანა ევროზონიდან საფრანგეთთან ერთად ერთსა და იმავე დღეს გამოვა, მე ვეცდები როგორმე დავარწმუნო ისინი“-აცხადებს ლე პენი.

ფრანგი პოლიტიკოსი იმასაც ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთი არ დარჩება ნატოში, რადგან ამ ორგანიზაციამ მისი არსი დაკარგა. მან აქვე თავისი სიმპათია გამოხატა აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ.

უფრო ადრე კი, ლე პენმა განაცხადა, რომ უცხოელები საფრანგეთში უფასოდ არ უნდა სწავლობდნენ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ვოლსკი ოპოზიციას პასუხობს

“პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ...