Home » მთავარი » მარტვილში მეორე ტური გაიმართება

მარტვილში მეორე ტური გაიმართება

მარტვილის მერობის ვერცერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა და მეორე ტური გაიმართება. როგორც მარტვილის საოლქო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ბართაიამ განაცხადა, მარტვილის მერობისთვის 4 კანდიდატი იბრძოდა. რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, ბართაიას განცხადებით, “ქართული ოცნება” ლიდერობს.

“ქართული ოცნების ” კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ ხმების 48.07% დააგროვა, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა მამუკა დანელიამ 35.75%, “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა გიორგი რუხაიამ 15.48% და გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველოს” წარმომადგენელმა ნოდარ მატკავამ 0.69%. მერის არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

მარტვილში ამომრჩეველთა საერთო აქტივობამ 62% შეადგინა. არჩევნებში მონაწილეობა 20 245-მა მოქალაქემ მიიღო.
მარტვილის 39 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა 14 საჩივარი, რომლებიც ძირითადად ტექნიკური ხასიათის იყო.”- განაცხადა ბართაიამ.

Facebook Comments
x

Check Also

მანქანაში 3 ადამინი – ამ წესს დამატება სჭირდება, რათა სტრესს და ხარჯებს ავარიდოთ ჩვენი მოქალაქეები…

გულიკო ზუმბაძე “ლელო” -სამ სულზე მეტი ოჯახი ერთი მანქანით ქალაქგარეთ ვერ გაემგზავრება, ასეთია საგანგებო მდგომარეობის ...