Home » ინტერვიუ » “მარშზე არ ვიქნები-სახელმწიფო უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანაში უცხოებად არ ვიქცეთ!”

“მარშზე არ ვიქნები-სახელმწიფო უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანაში უცხოებად არ ვიქცეთ!”

“ჰეროკრატია” – რეიტინგიც არ ყოფილა სახარბიელო, ბევრად მეტს ველოდი ფილმისგან…”

სახელმწიფო უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე და კანონმდებლობით უნდა ჰქონდეს თითოეული ქართველის უფლება გარანტირებული, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანაში უცხოებად არ ვიქცეთ.

ამ რამდენიმე დღის წინ სააგენტოში სტუმრად ცნობილი რომანის „გამოცდა ხელბორკილებით“ ავტორი ალექსანდრე ახალკაცი იყო. სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ, ბუნებრივია კითხვა ამ რომანსაც და მის ეკრანიზაციას-„ჰეროკრატიასაც“ შეეხო.

-ლექსო, წიგნის პრეზენტაცის უფრო ადრე შედგა, ვიდრე ფილმის პრემიერა, მაგრამ თუ რეალურად შევხედავთ, „გამოცდა ხელბორკილებით“, როგორც რომნი დღესაც აქტუალურია და ახსოვს ხალხს, ისიც ვიცი წიგნი სად შევიძინოთო-რომ კითხულობენ-აი, ფილმმა კი „ჩაილურის წყალი დალია“. ხომ არ ვცდები?

-დიახ, წიგნმა წელიწადნახევრით დაასწრო ფილმს, უფრო სწორედ იმ სერიებს, რომელიც ჩემი წიგნის მიხედვითაა გადაღებული, მე კინომატოგრაფიაში ნაკლებად ვერკვევი და ზუსტ მიზეზებს ვერ გეტყვით, რატომ გამოიწვია ფილმმა რიგ შემთხვევებში აგრესიაც კი, ამას გარდა რეიტინგიც არ ყოფილა სახარბიელო, ამის ბრალი ალბათ არასწორი მარკეტინგი და მენეჯმენტი გახლდათ, ზუსტად ვერ გეტყვით, მე ბევრად მეტს ველოდი ფილმისგან.

პრინციპში პირველმა ორმა სერიამ რეზონანსი ნამდვილად მოიტანა, მაგრამ ალბათ მაყურებელი სააკაშვილის პროტოტიპის გადატვირთულმა კადრებმა დაღალა, ყველამ კარგად იცის ვინ იყო მიშა და როგორ ცხოვრობდა, ალბათ აქცენტის კონკრეტულ დანაშაულებზე გამახვილება სჯობდა და ასევე პროტოტიპები სულაც არ იყო საჭირო და პირდაპირ უნდა მოეხსენებიათ პერსონაჟები, ეს ფილმს მეტ ნდობას მოუტანდა, რადგან ნახავდა ხალხი, რომ ათანელი გამოგონილი პერსონაჟი სულაც არაა და რომ მისი რელური პერსონა აგერ ხალხში დადის და სულ ცოტა ოთხი მალა აქვს დაშორებული ხერხემალზე და ფეხზე რომ დგას, ეს ღვთის საჩუქარია. ამ შემთხვევაში ალბათ ფილმი მეტ რეიტინგს შეიძენდა.

-ხალხი ამბობს, ვერ იმუშავაო ფილმმა, საზოგადოებაც გააღიზიანაო და მილიონებიც წყალში გადაიყარაო.

-თანხები მე სულ არ მაინტერესებს, რა სად გადაიყარა, საზოგადოებას ჰგონია, რომ მე ამ ფილმში ჩემი წიგნის გამოყენებისათვის ბიძინამ ფული გადამიხადა. ეს ტყუილია. ღმერთია მოწმე  კაპიკი არ ამიღია და პრინციპში არც შემოუთავავზებიათ.

-კარგი, შევეშვათ ამ თემას და ისევ შენს რომანს მივუბრუნდეთ. თუ სწორად გავიგე რაღაც სიახლეებს გეგმავ.

– სიახლეებს რაც შეეხება ჩემი რომანის შესახებ. ესაა წიგნი, რომელიც აბსოლუტურად ყველა ქართველმა უნდა წიკითხოს, ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩემი დაწერილია და პიარს ვუკეთებ, უბრალოდ ეს ყველა იმ ადამიანის აზრიცაა, ვინც უკვე წაიკითხა, რაოდენობა შეზღუდულია და თითო-ოროლა დარჩა გასაყიდი, არც რეპრინტი მივეცი პალიტრა ელს, იყო ამის მიზეზები, მაგრამ მე მინდა საზოგადოებას საჩუქარი გავუკეთო, უარს ვამბობ იმ ჰონორარზე, რომელსაც წიგნის ახალი ტირაჟი მომიტანდა და სულ რამიოდენიმე დღეში ,,გამოცდა ხელბორკილით“ უფასო პედეეფ ფაილით გამოჩნდება ინტერნეტში და ყველას შეეძლება ჩამოწეროს და წაიკითხოს.

ასევე საინტერესო შემოთავაზება მივიღე, საუბარია ამ რომანის აუდიო ვერსიაზე და ალბათ მალე აუდიო ვერსიაც ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი საზოგადოებისათვის.

ამას დამატებული ისიც, რომ პოლონელი მწერალი და დიპლომატი მარჩინ ოლიენიკი, რომელსაც საქართველოზე უკვე აქვს ერთი წიგნი გამოცემუილი სულ მალე გამოსცემს ახალ წიგნს საქართველოზე, კონკრეტულად ორ ,,დისიდენტზე -ასე რომ ვთქვათ, ბატონ ვახტანგ მაისასიაზე და ჩემზე. ეს დიდი პატივი და დიდი ტვირთია, რომელსაც იმედია ამაყად და ღირსეულად ვატარებ.

-წეღან ბევრი ვისაუბრეთ და ქართული მიწის შესახებ შენი აზრი მოვისმინეთ. მაინც როგორ ფიქრობ-უნდა იყოს თუ არა სახელმწიფოს მიერ მიღებული მიწის კანონი და საერთოდ, რას ფიქრობ გასხვისებაზე?

-საერთოდ მე ყველა თემაზე სახელმწიფოებრივად ვფიქრობ, მსურს ჩვენი ქვეყანა ჩემი დიდი კუმირის , ილია ჭავჭავაძის სურვილის მიხედვით აშენდეს და განვითარდეს. ამას სჭირდება ღირსეული და  წმინდა სინსიდის  პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს სამწუხაროდ თითქმის არა გვყავს. თითო ოროლა ადამიანი სახელმწიფოს ვერ ააშენებს.

ჩემი აზრით ქვეყანა ეკონომიკურად უნდა გაძლიერდეს, რომ მიმზიდველი გახდეს მათ შორის აფხაზებისა და ოსებისათვის. აგერ შეხედეთ- რეალურად შოტლანდია დამოუკიდებელი ქვეყანაა, მაგრა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაშია და მათ უარი თქვეს ბრიტანეთიდან გასვლაზე და რატომ, იცით? იმიტომ, რომ ინგლისი ძლიერი ქვეყანაა და შოტლანდიელები ძალიან ბევრნი ცხოვრობენ და მოღვაწეობენ ბრიტანეთში.

თუ ჩვენი ხალხი თურქეთში და ევროპაში კი არ წავლენ და უკიდურეს გაჭირვებაში იმუშავებენ, რომ თვეში რაღაც 500 დოლარი როგორმე დაზოგონ, სამაგიეროდ თავად ყველაფერს იკლებენ და გამოაგზავნონ ოჯახებში,

და პირიქით უცხო ქვეყნიოდან ჩვენთან ექნებათ სამუშაოდ ჩამოსვლის სურვილი, ჩვენ მიმზიდველი გავხდებით ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებისათვისაც. ეს გამოიწვევს ინტეგრაციას და მალე ისინი თავად გამოთქვამენ სურვილს ჩვენთან სახელმწიფოებრივ კავშირში ყოფნისას.

შორიდან მოვუარე, რადგან კარგად გასაგები გახდეს რა უნდა ქნას ჩვენმა მთავრობამ:

თუ მიწებს არ გაასხვისებს, ნება უნდა იბოძოს და შექმნას ისეთი პირობები, რომ გლეხმა 15 მეასედი მიწა რომ აქვს ის კი არ დაამუშაოს, არამედ ვინმეს ჰქონდეს საშუალება სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიძინოს თუნდაც ის ასი ჰექტარი და შექმნას წარმოება.

წარმოება აუცილებელია, დღეს ჩვენ ვართ მომხმარებელი ქვეყანა და თუ არ ვიქცევით ინდუსტრიულ, მწარმოებელ ქვეყანად, ჩვენ ყოველდღიურად გავღარიბდებით.

ექსპორტსა და იმპორტს შორის კატასტროფული სხვაობაა ეს კი იზულებულს გვხდის სხვისი ყურმოჭრილი მონები ვიყოთ.

მაგალითად, ჩამოვიდნენ უცხოელები, იყიდონ რაც უნდათ, მაგრამ მოთხოვნა უნდა იყოს, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ქართველებს დაასაქმებენ.

ასევე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ ინდუსტრია განვითარდეს, რომ გადახედოთ სასაცილოა! ისეთ პროდუქტებს ვყიდულობთ, რისი წარმოებაც ჩვენთანაც შესაძლებელია.

სახელმწიფო უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე და კანონმდებლობით უნდა ჰქონდეს თითოეული ქართველის უფლება გარანტირებული, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანაში უცხოებად არ ვიქცეთ.

ჩვენ სოფლის მეურნეობა ვერ დაგვაყენებს ფეხზე, საჭიროა და აუცილებელია ინდუსტრია, თურქეთი რამ დააყენა ფეხზე? გერმანია რამ დააყენა ფეხზე? წარმოებამ! აი რა გვაკლია და თუ ვინმე მიზანმიმართულად უშლის ხელს ქართული წარმოების განვითარებას, მაშინ ის სახელმწიფოს მტერია!

საერთოდ გაჟღერებულა რომ თურქეთი და აზერბაიჯანი იმ პროდუქციას, რომელიც ჩვენთან იწარმოება თავის ქვეყანაში არ უშვებს? ასეთი ბევრი პროდუქციაა, მაგალითად თაფლი, თხილი, შაქარი და ჩვენ ყველაფერს გვატენიან, უარს ვერ ვამბობთ ეს ან ის აღარ შემოუშვათო! ეს უპრინციპობის აპოლოგიაა.ეს ჩვენს ეკონომიკას ქვესკნელისაკენ მიაქანებს.

იცით რატომ დაინგრა დავით აღმაშენებლის საქართველო? იმიტომ რომ მაშინ ძირითდად მიმტაცებლ;ები ვიყავით, სხვებს ვართმევდით ქონებას, ოქროს, საჭმელ-სასმელს და როცა ომებით დავიღალეთ, აღმოჩნდა, რომ ჩვენ არანაირი წარმოება არ გაგვაჩნდა ხმლების გარდა. ხმლებს კი ჩვენს მტრებს ხომ ვერ მივყიდდით? და როცა გაძლიერდნენ ჩვენი მეზობლები აღმოვჩნდით მშივრები.

ასეთი რამ რომ აღარასდროს განმეორდეს საჭიროა ეკონომიკა გვქონდეს ძლიერი და ჩვენი მილიონობით ადამიანი სამშობლოში დაბრუნდეს!აქ შექმნან დოვლათი და ექსპორტმა იმპორტს მაგრად გაასწორს, აი მაშინ შვებით ამოვისუნთქებთ!

-ე.ი. სახელმწიფომ უნდა დააწესოს რეგულაციები როგორც მიწის, ისე უცხოელების საკითხში.

-დიახ, სახელმწიფომ უნდა დააწესოს რეგულაციები როგორც მიწის, ასევე უცხოელების მიერ მათი ყიდვის და ასე შემდეგ,. დღეს სამასი ათასი ლარია საკმარისი, რომ უცხოელი ქვეყანაში ინვესტორდ დაფიქსირდეს, მოვა, იყიდის ერთ სახლს, უკვე ინვესოტორად ითვლება. ნურას უკაცრავად! სახლის ყიდვა არაა ინვესტორობა! კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ინდუსტრია გვჭირდება!

-არ შემიძლია არ გკითხო „ქართველთა მარშზე“- უერთდები?

-ქართულ მარშს რაც შეეხება, მე იმ დღეს მარჯანიშვილზე არ ვიქნები, ორგანიზატორებში ჩემი მეგობრები და თანამებრძოლებიც არიან, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ აგრესია არაა საჭირო, ჩამოვიდნენ, დახარჯონ ფული, ამას რა სჯობს, რატომ უნდა დავაფრთხოთ ისინი? თუნდაც არაბები? მაგრამ მათ ჩვენს ქვეყანაში ქვეყანა ვერ უნდა შექმნან და ეს სახელმწიფოს მეთაურების საზრუნავია.

Facebook Comments
x

Check Also

“საშინელ სიზმარშიც არ დაგვესიზრმებოდა…”

დავით ნებიერიძე საზოგადოება “ივერია” -ვუსმინე შანდეროვიჩის ლექციას ტვ”დოჟდზე”, სადაც ის განიხილავს რუსეთში შექმნილ პოლიტიკურ მოცემულობას ...