Home » მთავარი » მაღალი ტემპერატურა ჯერ კიდევ შენარჩუნდება

მაღალი ტემპერატურა ჯერ კიდევ შენარჩუნდება

21 და 22 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ცნობით,  დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 34-39 გრადუსამდე იქნება.

ანალოგიური ამინდი იქნება აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ჰაერის ტემპერატურა 31-36 გრადუსამდე დაფიქსირდება.

თბილისში კი მომდევნო 2 დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 36 გრადუსი იქნება.

Facebook Comments
x

Check Also

“საოცარი ფენომენია ქართველ ებრაელთა დამოკიდებულება ქართველების მიმართ და პირიქით…”

დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიაში, თემაზე “ ქართულ – ებრაულ ურთიერთობებში განათლებისა და კულტურის მიმართულების განვითარების ...