Home » მთავარი » მაყვლის ბაღი იმერეთში

მაყვლის ბაღი იმერეთში

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, იმერეთის მუნიციპალიტეტში, წყალტუბოს რაიონის სოფელ მუხიანში შპს „მნკჯგუფმა“ მაყვლის ბაღი გააშენა.

სოფლის მეურნეობის პროექტებისმართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შპს „მნკჯგუფის“ მიერ 4ჰექტარზე გაშენებული მაყვლის ბაღი დაათვალიერა.

აღნიშნული კომპანია პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 31 000 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო -21 000 ლარი ნერგებისთვის,ხოლო10 000 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის.

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 3 492 ჰექტარზეა გაშენებული და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 17 382 147 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, იმერეთის რეგიონშიხეხილის ბაღები 174 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

Facebook Comments
x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...