Home » მთავარი » “მაჩაბელას” მესამე დღე

“მაჩაბელას” მესამე დღე

საბავშვო თეატრალური ფესტივალი „მაჩაბელა“ გრძელდება. ფესტივალის დირექტორი მამუკა ლომაშვილია, მენეჯერი კი – თეა დავითაია.

დღეს, ფესტივალის მესამე დღეს წარმოდგენილი იყო ორი თეატრალური სტუდია.

საბავშვო მუსილური თეატრი „ჭინჭრაქა“. ხელმძღვანელი ბესო ლომსაძე. დღეს ფესტივალზე სტუდიამ ახალგაზრდა რეჟისორის, გიორგი ბურჯანაძის სპექტაკლი –  „რეპეტიცია“ წარმოადგინა. დებიუტი იყო როგორც რეჟისორისთვის, ასევე პატარა მსახიობებისთვის, უნდა ითქვას, რომ თავი მართლაც მშვენივრად გაართვეს და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს. გიორგი “ჭინჭრაქას” აღზრდილია და ახლა თავად ცდილობს ნიჭიერი ბავშვების არმოჩენას და ხელოვნების ზიარებას.

“ჭინჭრაქა”

20161015_132211 20161015_13302220161015_134220 20161015_134254

ფესტივალის მეორე მონაწილედ მაყურებლის წინაშე წარსდგა ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 1“-ის თეატრალური სტუდია. ნორჩმა მსახიობებმა სპექტაკლი „წუთისოფელი ასეა“ წარმოადგინეს და ისე გაითავისეს როლები, თითოეული მათგანი ისე გრძნობდა სათქმელს, რომ მაყურებელი კიდევ ერთხელ ჩააფიქრეს წუთისოფელზე. სკოლის დირექტირი თამარ ახალაია გახლავთ, სტუდიის ხელმძღვანელი კი თამარ იმნაიშვილი, რომელიც ბავშვებთან ისე მუშაობს, რომ თითოეულს პედაგოგის დანახვაზე ყოველგვარი დაძაბულობა ეხსნება.

ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 1“

20161015_151328 20161015_151402 20161015_15330220161015_151528

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“დაგავალეს ეს, 10 კაცი რომ დამესევით ფარჩაკები ხართ, აბა რა ხართ?! -ლევან ხაბეიშვილი

მარიამ ახალკაცი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა ოპოზიციონერ დეპუტატზე ძალადობას ამართლებს. ჟურნალისტებთან საუბარში იგი ამბობს, ...