Home » მთავარი » “მაჩაბელა” იწყება! – თბილისი ნამდვილად „სიცოცხლით სავსე ქალაქად“ იქცევა

“მაჩაბელა” იწყება! – თბილისი ნამდვილად „სიცოცხლით სავსე ქალაქად“ იქცევა

27 ოქტომბერს თბილისში ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური ფესტივალი მაჩაბელა იწყება. ფესტივალის დირექტორი ქართული კულტურისა და ხელოვნების ცენტრი მაჩაბელას ხელმძღვანელი მამუკა ლომაშვილია. ჟიურის უცვლელი თავმჯდომარე კი ნინო ხომასურიძე. ფესტივალის მენეჯერია თეა დავითაია.

წელს ფესტივალზე ბევრი სიახლეა, მონაწილეებს კი უამრავი სიურპრიზი ელით. როგორც ყოველთვის დასწრება წელსაც თავისუაფალია.

წელს ფესტივალი „მაჩაბელა“  საქველმოქმედო ხასიათისაა. ფესტივალი დასრულების შემდეგ მერეთში ჩავა და ბაღების აღსაზრდელებს საჩუქრებს ჩაუტანს.

 ფესტივალის დახურვაც და დაჯილდოებაც განსხვავებული იქნება.

ფესტივალი საზეიმოდ 29 სექტემრებს დაიხურება. ამ დღეს ათონელის თეატრიდან „ბერიკები“ ხორავას თეატრში დიდი მსვლელობით გაემართებიან და თბილისს ნამდვილად „სიცოცხლით სავსე ქალაქად“ აქცევენ.

„მაჩაბელა“ გელით! თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სამი დღე, ათონელის თეატრში მისული მაყურებელი ნამდვილად  ზღაპრულ ჯადოსნურ სამყაროში მოხვდება.

GmTV.ge ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერია და ჩვენ წელსაც სიამოვნებით მოგაწვდით “მაჩაბელას“ ფესტივალის ამსახველ ფოტო თუ ვიდეო მასალას.  

 

Facebook Comments
x

Check Also

სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა მათ შორის გულისხმობს იმას, რომ ე.წ. ბირჟაზე 5 და 6 ადამიანი არ უნდა დადგეს

ახალი შეზღუდვების მიხედვით თავშეყრის ადგილებზე 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა, სამ ადამიანამდე შემცირდა. მთავრობის ადმინისტრაციის ...