Home » მთავარი » მახათას მთაზე ზეთისხილის ბაღების გაშენება დაიწყო

მახათას მთაზე ზეთისხილის ბაღების გაშენება დაიწყო

მახათას მთაზე მდებარე ივერიისღვთისმშობლისტაძრისმიმდებარე ტერიტორიაზე,  საშემოდგომორგვების ფარგლებში, ზეთისხილის ბაღების გაშენება დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე სულ 2600 ძირი ზეთისხილის ნერგი დაირგვება. ზეთისხილის ბაღების გაშენების პროცესში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შვილებთან ერთად მიიღო. გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე,  მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი, ნინო სულხანიშვილი და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი გვილავა. ზეთისხილის ნერგები თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების  სტუდენტებმაც დარგეს. გამწვანების აქციას სულ 250 სტუდენტი შეუერთდა.

4i0a0373 4i0a0740

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ახალგაზრდების ჩართვა მსგავს ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, თითოეული ჩვენგანის საცხოვრებლად, უკეთესი გარემო ერთობლივი ზრუნვით უნდა შეიქმნას.

“მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზეთისხილის ნერგები, რომლებსაც  მახათას მთაზე ვრგავთ საკმაოდ მოზრდილი და მსხმოიარეა.  მომდევნო წლიდან ეს ნერგები უკვე  ნაყოფს მოისხამს.  ამით ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. ერთის მხრივ, ვამწვანებთ ჩვენს ქალაქს, მეორეს მხრივ კი  ეს ტერიტორია სულ უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 ზეთისხილის ნერგები, კონტრაქტორმა კომპანიამ თურქეთიდან ჩამოიტანა და ნარგავების მოვლა-პატრონობას ოთხი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს. საშემოდგომორგვებისფარგლებში, თბილისისშემოგარენსადაცენტრალურუბნებში სულ  80 000 ხე-მცენარედაირგვება.

 

 

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

არ შეიძლება შენი ქვეყნის კონსტიტუცია მოკლა შენი ინტერპრეტირებით

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ვიცესპიკერმა მამუკა მდინარაძემ ტ/კ „ იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ სრულად მაჟორიტარული ...