Home » მთავარი » მეათეკლასელი გოგონა 18 წლის ბიჭმა მოიტაცა

მეათეკლასელი გოგონა 18 წლის ბიჭმა მოიტაცა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოში, მეათეკლასელი გოგონა 18 წლის ბიჭმა მოიტაცა. შეთხვევა გუშინ დილით მოხდა.  გატაცება დილას, გოგონას სახლიდან გამოსვლისას მოხდა. ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორის, დავით როსტომაშვილის ინფორმაციით, გოგონა სახლში გამტაცებლის ბიძამ დააბრუნა. “მან როდესაც შეიტყო, რომ გოგონა არასრულწლოვანი იყო, სახლში თვითონვე დააბრუნა.”-განაცხადა როსტომაშვილმა.  წინასწარი ინფორმაციით, გოგონას ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაულში ბრალდებულს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

 

Facebook Comments
x

Check Also

“თუკი კიდევ ერთხელ “ქართული ოცნება” ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება დიდი დარტყმა

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების კიდევ ერთხელ ჩაგდება დიდი დარტყმა ...