Home » მთავარი » “მეგონა ვაშაძე ტესტებით დაგვასაჩუქრებდა”-ამირან გამყრელიძის პასუხი ვაშაძეს

“მეგონა ვაშაძე ტესტებით დაგვასაჩუქრებდა”-ამირან გამყრელიძის პასუხი ვაშაძეს

“მეგონა, რომ გიორგი ვაშაძე ჰუმანიტარული წესით გვაჩუქებდა ტესტებს, რადგან რამდენიმე ადამიანმა გაიღო შემოწირულობა და ტესტებიც უსასყიდლოდ გადმოგვცა.”-ასე ეხმაურება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძის განცხადებას., რომელიც მთავრობას ტესტების შესაძენად  კონკრეტულ გზებს სთავაზობს.
როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ყოველდღიურად ათამდე კომპანია სთავაზობს ტესტებს, შემდეგ კი ლუგარის ცენტრის პერსონალი შესწავლის შემდეგ მონაცემებს გადასცემს ,სამინისტროს რომელიც აპირებს მთელი რიგი ტესტების შეძენას. პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან, კორეასთან რათა გარკვეული რაოდენობა გადმოგვცენ.
“გასულ კვირას ჩინეთმა ძალიან სერიოზული აპარატურა გვაჩუქა დონაციის საშუალებით და მომავალ კვირაში ათას ტესტს გადმოგვცემს. ამაზე მუშაობა სეიროზულად მიმდინარეობს და ბატონ გიორგის მადლობა ამ ინფორმაციისთვის”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ინფექვიის თავიდან აცილებისა და ეპიდემიის გავრცელების შემაკავებელი ერთადერთი მექანიზმი – სოციალური დისტანცირებაა.
მისივე ინფორმაციით  ამ დროისთვის საკარანტინო ზონებში 1575 ადამიანია მოთავსებული, თვითიზოლაციაში კი 1781 რჩება. დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებული 43 შემთხვევაა გამოვლენილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
x

Check Also

იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ჩვენს ხელთ არსებული ...