Home » მთავარი » მელიას განაჩენი არ იყო საბოლოო და გასაჩივრებას ექვემდებარებოდა

მელიას განაჩენი არ იყო საბოლოო და გასაჩივრებას ექვემდებარებოდა

 

ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების  საქმეზე განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს დაიწყო. როგორც ბრალდებული აცხადებს, “ქართული ოცნების დეპუტატების მიერ მისთვის უფლებამოსილების შეჩერება უკანონოა, რადგან ჯერ სასამართლოს ყველა ინსტანციამ უნდა დაადგინოს ის დანაშაული, რის გამოც მას დეპუტატის მანდატი ჩამოერთვა.  “საინტერესოა რა დოზით არის შემოსული საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის გავლენა.” – აცხადებს მელია.

ნიკა მელიას ადვოკატი ამბობს, რომ პარლამენტმა უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან სასამართლოს პირველი ინსტანციის განაჩენის საფუძველზე  შეუჩერა დეპუტატს უფლებამოსილება,  მაშინ როდესაც აღნიშნული განაჩენი არ არის საბოლოო და ექვემდებარება გასაჩივრებას  და თუ ზედა ინსტანციაში შეიცვლება განაჩენი, არ არსებობს არანაირი სამართლებრივი ბერკეტი მელიას  აღსადგენად.

მელიას სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში 10 მარტს გაიმართება.

Facebook Comments
x

Check Also

ჯანმო დამქირავებლებს მოუწოდებს ამ რეკომენდაციების შემცველი პოსტერები სამუშაო ადგილზე ჩამოკიდონ 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციებს იძლევა, თუ როგორ უნდა მოხდეს კორონავირუსის გავრცელების პრევენცია სამუშაო ადგილას. ინფორმაცია ...