Home » მთავარი » “მემარცხენე ალიანსის” ლიდერები თერჯოლის მოსახლეობას შეხვდნენ

“მემარცხენე ალიანსის” ლიდერები თერჯოლის მოსახლეობას შეხვდნენ

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში “მემარცხენე ალიანსის” ლიდერები აგრძელებენ საქართველოს მოსახლეობასთან შეხვედრებს. პარტიის ლიდერები, პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე, პარტიის თბილისის ორგანიზაციუს ხელმძღვანელი არჩილ ბენიძე და საორგანიზაციო მდივანი კონსტანტინე გუგუშვილი დღეს ქალაქ თერჯოლისა და სოფელ რუფოთის მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც განხილულ იქნა როგორც რაიონის საჭირბოროტო საკითხები, ასევე მოსახლეობას მოახსენეს პარტიის წინასაარჩევნო გეგმების შესახებ, გააცნეს მათ პროგრამა და საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს. ამავე დროს პარტიის ლიდერებმა მოისმინეს რაიონში არსებული პრობლემატიკა, სადაც მოსახლეობის მხრიდან ხაზი გაესვა იმას, რომ მოუწესრიგებელია გზები, პრობლემებია სასმელი წყლის მიწოდების მხრივ და, რაც ყველაზე მთავარია და აწუხებს საქართველოს მოსახლეობას, ძალიან მაღალია უმუშევრობის დონე.

ქ. თერჯოლაში შეხვედრის დროს მოსახლეობის მხრიდან დაისვა ასევე საკითხი, რომ მუნიციპალიტეტში აღდგეს თერჯოლის ცნობილი ღვინის ქარხანა, რითაც გლეხებს საშუალება მიეცემათ განავითარონ მევენახეობა, რაც საწინდარი იქნება ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა. ” ჩვენი ლოზუნგი: ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს” – ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში არჩევის შემთხვევაში “მემარცხენე ალიანსი” გაატარებს ეროვნულ-სოციალურ პოლიტიკას” – განაცხადა პარტია “მემარცხენე ალიანსის” პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა

მარიამ ახალკაცი ანრი ოხანაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა. ვახტანგ რობაქიძე ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის ორი ...