Home » მთავარი » „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერები საბურთალოს რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ

„მემარცხენე ალიანსის“ ლიდერები საბურთალოს რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ

  “მემარცხენე ალიანსის” ლიდერები დღეს იოსებიძის ქუჩაზე არსებულ სკვერში საბურთალოს რაიონის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნეს და საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.

„წინასაარჩევნო კამპანიის ფორმატში „მემარცხენე ალიანსი“ ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. დღეს ვხვდებით საბურთალოს მოსახლეობას, ვთავაზობთ ჩვენს პროგრამას, სადაც გაწერილია სოციალური მიმართულებით თუ რა საკითხებია შესატანი საქართველოს პარლამენტში იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობას უფრო მეტი საშუალება მიეცეს სოციალური თანასწორობისათვის; გავაცანით განათლების მიმართულებით ჩვენი პროგრამა, ჯანდაცვის მიმართულებით. თვითონ მოსახლეობა გვიყვება თავისი პრობლემების შესახებ, წყლის, საცობების, კეთილმოწყობის საკითხებზე და ა.შ. იმედი გვაქვს, რომ ეს მოსახლეობა, რომელიც აქ არის წარმოდგენილი და საქართველოს დანარჩენი მოსახლეობაც, მხარს დაგვიჭერს 8 ოქტომბრის, საპარლამენტო არჩევნების დღეს და შემოხაზავს 25 ნომერს“ – განაცხადა „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარემ, კახა ძაგანიამ.

„ამ რაიონის პრობლემები არაფრით არ განსხვავდება სხვა რაიონის პრობლემებისაგან, ძირითადად ერთი და იგივეა, უმთავრესი – ეს არის დასაქმება. ჩვენ ხალხს შემწეობა კი არა, მუშაობა სჭირდება.

ჩვენ ორიენტირებული ვართ იმ საკითხზე, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი უნდა ჩავრთოთ პოლიტიკაში. ჩვენი საარჩევნო სიის 51 პროცენტს წარმოადგენენ ქალები. ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლავთ ნინო ტუღუში, რომელიც წარვუდგინეთ წინა შეხვედრებზე საზოგადოებას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქ-ნი ნინო ტუღუში ყველა პრობლემას მოუგვარებს ამ რაიონის მაცხოვრებლებს“ – აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პოლიტიკოსებო! ქულების ჩასაწერად ნუ სწამებთ ცილს ფერმერებს!

საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი გმობს პოლოტიკოს შალვა ნათელაშვილის დაუსაბუთებელ და ცილისმწამებლურ ...