Home » მთავარი » „მემარცხენე ალიანსის” მოთხოვნა იუსტიციის მინისტრს

„მემარცხენე ალიანსის” მოთხოვნა იუსტიციის მინისტრს

პარტია „მემარცხენე ალიანსი“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისგან პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ხელმძღვანელების მიერ დაფუძნებული ე.წ. რელიგიური ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმებას მოითხოვს

პარტია „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერებმა დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის სახელზე, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ხელმძღვანელების მიერ დაფუძნებული ე.წ. რელიგიური ორგანიზაციის გაუქმების მოთხოვნის თაობაზე სამინისტროში წერილი შეიტანეს.

„თქვენს მიერ რეგისტრაციაში გატარებულია პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ხელმძღვანელებისგან დაფუძნებული ე.წ. რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება“. დამფუძნებლების მიერ მედიასაშუალებებით არაერთგზის განცხადებულ იქნა, რომ ამ ორგანიზაციის მიზანია მასში გაწევრიანებული ახალგაზრდების სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან უკანონოდ დახსნა და მას არავითარი კავშირი არა აქვს აღმსარებლობასა და რელიგიასთან.

ეს ორგანიზაცია ასუსტებს ტერიტორიული პრობლემების მქონე ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ასევე იგი აკნინებს ახალგაზრდებში პატრიოტიზმის გრძნობას და უხეშად ერევა მათ სულიერ მდგომარეობაში.

რაც მთავარია, თქვენს მიერ რეგისტრირებული ორგანიზაცია ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე და 390-ე მუხლებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ გაუუქმოთ რეგისტრაცია ე.წ. რელიგიურ ორგანიზაციას „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება,,“ – აღნიშნულია პარტია „მემარცხენე ალიანსის“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში.

Facebook Comments
x

Check Also

პატარა ვირტუოზი ყოველი ჰონორარიდან ბავშვთა სახლის ბავშვებს ყოველთვის გაახარებს…

უკრაინულ ვოისის ქართველი გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი ბავშვთა სახლში საჩუქრებით მივიდა და პატარებს კონცერტი ჩაუტარა. აშშ ...