Home » მთავარი » „მემარცხენე ალიანსის“ საარჩევნო სიის ოცეული

„მემარცხენე ალიანსის“ საარჩევნო სიის ოცეული

   “მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში დღეს პარტიის საარჩევნო პროპორციული სიის პრეზენტაცია შედგა.

პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანიამ სიაში შესული 130 კაციდან, ჟურნალისტებთან პირველი 20-ეული წარადგინა, რომელთაგან ბევრი მათგანი ამავდროულად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიაშიც არიან შესული. უნდა აღინიშნოს, რომ გენდერული თვალსაზრისით სიაში პარიტეტი დაცულია, ქალები წარმოადგენენ 50 პროცენტს.

„25 წელი გავიდა, მას შემდგე, რაცვ საქართველო გახდა დამოუკიდებელი, 25 დეკემბერს დაიბადა იესო ქრისტე, 25 დღე დარჩა საპარლამენტო არჩევნებამდე“ – ამ სიმბოლიკით დაიწყო პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანიამ თავისი მიმართვა და აღნიშნა: „მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს ამომრჩეველი შემოხაზავს 25 ნომერს და „მემარცხენე ალიანსის“ კანდიდატებს მისცემს საშუალებას, რომ მოხვდნენ პარლამენტში, რათა ამ ხალხმა დაიცვას საქართველოს მოქალაქეების ინტერესები სოციალური, პოლიტიკური, საგარეო მიმართულებებით. ჩვენი დეპუტაცია მოდის საქართველოს პარლამენტში იმიტომ, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები, შეიქმნას საშუალო ფენა, რომ სტუდენტები აღარასოდეს გაირიცხონ თანხის გადაუხდელობის გამო, რომ მათ ჰქონდეთ ღირსეული სტიპენდია, იმისათვის, რომ მედიკამენტები მოხვდეს საყოველთაო დაზღვევის ფორმატში, რომ გაიზარდოს პენსიები, იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ვერასოდეს ვერავინ გაბედოს უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზების განთავსება.

„მემარცხენე ალიანსი“ ნომერი 25-ით იქნება წარმოდგენილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ „მემარცხენე ლაიანსის“ ეს მშვენიერი დასი, რომლის ლოზუნგიცაა: „ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“, თუკი მოვა საქართველოს პარლამენტში, ხახისთვის, ხალხის სასიკეთოდ, მათი სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თავს არ დაზოგავს და ყველაფერს გააკეთებს ამისათვის და იქნება მართლაცდა სანაქებო დეპუტაცია, სანაქებო ფრაქცია საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში“ – განაცხადა „მემარცხენ ელაიანსის“ თავმჯდომარე კახა ძაგანიამ.

წარმოგიდგენთ ზემოთ ხსენებული 20-ეულის სიას:

  1. ძაგანია კახაბერ – პარტიის თავმჯდომარე;
  2. შატბერაშვილი იოსებ – გენერალური მდივანი;
  3. ჯიბლაძე პაატა – პოლიტიკური მდივანი;
  4. ბენიძე არჩილ – თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სამდივნოს წევრი;
  5. ჯმუხაძე ელზა – იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  6. გუგუშვილი კონსტანტინე – საორგანიზაციო მდივანი, სამდივნოს წევრი;
  7. ვერძეული დავით – აპარატის უფროსი, სამდივნოს წევრი;
  8. ქეშელაშვილი ნინო – პრესსამსახურის ხელმძღვანელი;
  9. აბრამიშვილი ლევან – საორგანიზაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  10. კარტოზია სოფიკო – ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე;
  11. ჯიბლაძე ლაშა – რეგიონის კოორდინატორი;
  12. აბესაძე ნათია – ქალთა საბჭოს თავმჯდომარე;
  13. გამცემლიძე დავით – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სკარებულოს წევრი;
  14. მჭედლიშვილი გივი – საექსპლუატაციო-საავარიო სამსახურის ოსტატი;
  15. რუსიაშვილი ალექსანდრე;
  16. გიგაშვილი გიორგი – რაიონული კოორდინატორი;
  17. გიგაშვილი გიორგი;
  18. გელაშვილი ლალი;
  19. გოგუაძე იოსები;
  20. ბარათაშვილი ქეთევანი;

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორტ ბენინგის ...