Home » მთავარი » “მემარცხენე ალიანსი” არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

“მემარცხენე ალიანსი” არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

საარჩევნო ბლოკის შექმნის თაობაზე, პოლიტიკურ პარტიებთან ხანგრძლივი კონსულტაციის მიუხედავად, “მემარცხენე ალიანსიარჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

აღნიშნული ინფორმაცია “მემარცხენე ალიანსის” გენერალურმა მდივანმა, სოსო შატბერაშვილმა “პირველ პრესკლუბში” გააჟღერა.

მისი თქმით, პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის ზოგიერთი კანდიდატი ქუთაისსა და თბილისში უკვე წარადგინა. უახლოეს პერიოდში კი, იგეგმება აჭარის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების წარდგენა, რის შემდეგ გაგრძელდება თბილისსა და რეგიონებში დარჩენილი მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენა.

შატბერაშვილის თქმით, ამომრჩევლებს “მემარცხენე ალიანსი” ჰპირდება, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთთან ურთიერთობა მოწესრიგდეს, დიპლომატიური ურთიერთობა აღდგეს და სავიზო რეჟიმი მოიხსნას.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ტალიაშვილის ინიციატივით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ზღვისუბანში შეჭირვებული ოჯახების მხარდასაჭერი აქცია გრძელდება

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილისა და კერძო სექტორის ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ზღვისუბანში ...