Home » მთავარი » “მემარცხენე ალიანსმა” ყაჩაღური საპროცენტო განაკვეთების წინააღმდეგ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა

“მემარცხენე ალიანსმა” ყაჩაღური საპროცენტო განაკვეთების წინააღმდეგ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა

 „მემარცხენე ალიანსმა“ წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა და  ყაჩაღური საპროცენტო განაკვეთების საკითხზე საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა

“მემარცხენე ალიანსის” თავმჯდომარე კახა ძაგანიამ თანაგუნდელებთან ერთად პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს გასული წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. პარტიამ ყაჩაღური საპროცენტო განაკვეთების წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა.

„მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარემ საქართველოს მოსახლეობას პარტიის მიერ განხორციელებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინიციატივისა და მიღწეული შედეგების შესახებ მოკლე ანგარიში ჩააბარა.

არასაპარლამენტო პარტია „მემარცხენე ალიანსმა“ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის გასული წლის განმავლობაში შეძლო სხვადასხვა უმნიშვნელოვანესი საკითხის მოგვარება, როგორებიცაა მაგალითად: მრავალი ასობით ათასი ლარის დაზოგვა ხალხისათვის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა თუ წყლის დავალიანების ჩამოჭრით.პარტია ამჟამადაც ლობირებას უწევსთითოეულ მოქალაქეს სემეკში; ასევე საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი მიწების საკითხთან დაკავსირებით პარტიის პოლიტიკური მდივანი უშუალოდ იყო ჩართული და მისი ინიციატივისა და შრომის შედეგად საქართველოს მოსახლეობას უკვე შეუძლია ბიუჯეტიდან დაირეგისტრიროს მიწის ნაკვეთები, რაც იყო ძალიან ეროვნული საქმე; მაღალმთიანი სოფლების სტატუსის და შეღავათებით სარგებლობის საკითხი – მრავალი სოფელი, რომელიც უსამართლოდ იყო გამორჩენილი ამ სიიდან, „მემარცხენე ალიანსის“ ინიციატივის შედეგად უკვე სარგებლობს მაღალმთიანის სტატუსით და მაცხოვრებლები იღებენ შესაბამის დახმარებას; სააფთიაქო ნარკომანიის საკითხზე მუშაობდა პარტიის გენერალური მდივანი და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ნაწილობრივ ეს საკითხი დაძრულია; შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტში იქნა განხილული; სი-თი პარკთან დაკავშირებით ბევრი შრომა გაწია პარტიამ, ეს საკითხი ჯერ არ არის დასრულებული, თუმცა პარტიის ლიდერები იმედოვნებენ, რომ 2017 წელს ეს საკითხი ბოლომდე იქნება მიყვენილი; მიწების გაყიდვის მორატორიუმის საკითხზე, რომელიც უკვე ამოიწურა, პარტია ხელახალი ძალებით იმუშავებს, რომ ჩვენი მიწები ასე უაზროდ არ იქნას გაყიდული უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე;  უსინათლო პირებს„მემარცხენე ალიანსმა“ ხმოვანი ბიბლიოთეკა გადასცა გასულ წელს და კიდევ გააგრძელებს მსგავსი გულისხმიერი საქმეების კეთებას და დახმარებას, როგორც შეეძლება.

„2017 წელს „მემარცხენე ალიანსი“ მეტი შემართებით დავძრავთ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სამუშაო ადგილების შექმნა, საპროცენტო განაკვეთის დაწევა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, მეზობლებთან ურთიერთობა, საშუალო ფენის შექმნა და მიუხედავად იმისა, რომ „მემარცხენე ალიანსი“ არ არის წარმოდგენილი პარლამენტში, შედეგს აუცილებლად დავაყენებთ“ – განაცხადა პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანიამ.

,,“მემარცხენე ალიანსი“ კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივით შედის პარლამენტში, მაღალი საპროცენტო განაკვეთების მოწესრიგების თაობაზე. მაღალპროცენტიანი საბანკო-სამევახშეო გადასახადები ძალიან მძიმე ტვირთად აწევს მოსახლეობას. ჩვენ შეგვაქვს კანონპროექტი პარლამენტში სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რითაც დარეგულირდება საპროცენტო განაკვეთი, ამ საკითხის მოწესრიგების გასაღები სწორედ ამ აღნიშნულ კანონპროექტშია.

მოვუწოდებთ ახლადარჩეულ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობას, დროულად განიხილონ ეს საკანონმდებლო ინიციატივა და მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან დრო არ ითმენს და საქართველოს მოსახლეობას რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოუხსნან ის მძიმე ტვირთი, რომელიც მაღალი საპროცენტო განაკვეთების სახით აწევს მას და კიდევ მეტად უმძიმეს ცხოვრების პირობებს“ – ამის შესახებ ისაუბრა „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე კახა ძაგანიამ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“სანამ ზვიადს მისწვდებოდე, ედიკას საფლავს მიაკითხე…”

კახა მიქაია ლევან ნასაძის განცხადებას ეხმიანება და საჯაროდ მიმართავს: ლევან ვასაძე: ,,დასაჭურისებული კაცების ცოლებმა შექმნეს ...