Home » მთავარი » “მეორედ ვარ აქ, პირველადაც სააკაშვილის გამო, როდესაც ლტოლვილი ვიყავი და ვიდევნებოდი”

“მეორედ ვარ აქ, პირველადაც სააკაშვილის გამო, როდესაც ლტოლვილი ვიყავი და ვიდევნებოდი”

ქიბარ ხალვაში სტრანსბურგში ადვოკათთან ერთად ჩავიდა. ის ევროსასამართლოში იმყოფება, წერილის შეტანას აპირებს, რათა საკუთარი უფლებები დაიცვას.

“წერილი უნდა ჩავაბაროთ, ვთხოვოთ რომ მესამე მხარედ ჩაგვრთონ. სახელმწიფოს პარალელურად არა, ჩემი პირადი უფლებების დასაცავად მოვედი, ქონებრივი უფლებების და ყველაფრის. მეორედ ვარ აქ მოსული, პირველადაც სააკაშვილის გამო, როდესაც ლტოლვილი ვიყავი და ვიდევნებოდი და დღეს მეორედ ვარ მოსული.

“სტრასბურგის გადაწყვეტილებას არ ვაკრიტიკებ, არავითარი გადაწყვეტილება არ ყოფილა, შეაჩერეს უბრალოდ, მივესალმები მეტი არაფერი. რაც აქამდე გაუკეთებია იმას გააკეთებს სტრასბურგი, გამარჯვება რა შუაშია, ესენი არ ადგენენ გამარჯვებულს და დამარცხებულს. მე მხარე არ ვარ, მე ჩემი უფლებების დასაცავად მოვედი.

“წერილი არის რომ მე მომისმინონ, რომ მეც მართალი ვარ ამ საქმეში. რუსთავი 2-სა და სახელმწიფოს შორის არის დავა, შეიძლება ჩემი უფლება დააზიანოს, ამ პირადი უფლების დასაცავად მოვედი”-აცხადებს ხალვაში.

Facebook Comments
x

Check Also

მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა სტანდარტები და რეგულაციები, რომელთა დაკმაყოფილება ტურიზმის სექტორში მოქმედ ყველა ...