You are here
“მერაბიშვილი საკნიდან ნამდვილად გაიყვანეს”-კორძაიამ ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოს მიაწოდა მთავარი სამართალი 

“მერაბიშვილი საკნიდან ნამდვილად გაიყვანეს”-კორძაიამ ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოს მიაწოდა

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი კორძაია აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი საკნიდან ნამდვილად გაიყვანეს.

“სასჯელაღსრულების მაშინდელმა მინისტრმა, სოზარ სუბარმა დამიდასტურა. მქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია. ვთქვი, რატომ ვებრძვით ვანო მერაბიშვილს მისივე მეთოდებით. თუ არ მოგვწონდა მისი მუშაობა, რატომ ვიმეორებთ. შემსრულებლები მაშინდელი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი დირექტორი დიმიტრი დარბაისელი იყვნენ. ჯილდო პრემია იყო. გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა ვერც დარბაისელი და ვერც ფარცხალაძე. ეს მინიმუმ მაშინდელ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან იყო შეთანხმებული, ასევე – მის გარემოცვასთან, ჯანყარაშვილითან, ზედელაშვილთან. შემუშავდა საერთო მესიჯბოქსი, რომელიც გაეგზავნა გუნდს. ჩანაწერები 24 საათის შემდეგ არ იშლებოდა, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა” – განაცხადა ირაკლი კორძაიამ “განსხვავებულ აქცენტებში”.

ირაკლი კორძაიამ ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოს მიაწოდა.

Comments

comments

Related posts