Home » მთავარი » მერე აუხსენით ფრანგ სტუმარს, რომ საქართველოში შიმშილით და ავადმყოფობით იღუპებიან ბავშვები

მერე აუხსენით ფრანგ სტუმარს, რომ საქართველოში შიმშილით და ავადმყოფობით იღუპებიან ბავშვები

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საფრანგეთის შსს მინისტრის განცხადებამ ქართულ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია:
“რატომ არ უხსნის მთავრობა, საფრანგეთიდან სტუმარს, რომ საქართველოში ბავშვები ყოველდღიურად შიმშილით ან ავადმყოფობით იხოცებიან,  მოხუცები და ახალგაზრდები კი საკვებს ნაგვის ურნებში ეძებენ ან მათხოვრობენ?  იქნებ ხალხის წასვლის მიზეზიც გავაგებინოთ საფრანგეთის მინისტრს?”
“მერე გააგებინეთ საფრანგეთიდან სტუმარს, რომ საქართველოში მხოლოდ დეპუტატების და ჩინოვნიკების და ბიზნესმენების შვილები ცხოვრობენ კარგად.”
“ტყუილი ინფორმაციას ავრცელებს ჩვენი მთავრობა, თითქოს აქ ყველაფრის მკურნალობაა შესაძლებელი. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი მძიმე სენითაა ავად, მაგრამ აქ ვერ შველიან, არ იციან როგორ და რით უმკურნალონ. ხშირად არასწორ მკურნალობას უნიშნავენ და წირავენ ადამიანს სასიკვდილოდ. ახალს არაფერს ვამბობ. არც ჯანდაცვა აძლევს საბუთს უცხოეთში რომ წავიდეს და იქ მიხედოს თავს. ასე მოსაკლავად იმეტებენ საკუთარ თანამემამულეებს. მერე გამოდიან და ამბობენ ყველა დაავადებებს ვმკურნალობთო, სირცხვილია. ასეთ ქვეყანაში აღარც მოგინდება ცხოვრება…”

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ორივე ქვეყანამ ერთად ებრძოლოს უკანონო მიგრაციას.
“საქართველო არის უსაფრთხო და მშვიდობიანი ქვეყანა, სადაც არ არის ომი და საფრანგეთის და ევროპელი პარტნიორების მხრიდან ეს ქვეყანა მიიჩნევა, როგორც საიმედო პარტნიორი. საქართველო არის დინამიური ქვეყანა და თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობა საქართველოდან ერთგვარი ანომალიაა. საფრანგეთს პრაქტიკულად არ შეუძლია, მიიღოს ყველა, ვინც დაცვას საჭიროებს.”
კრისტოფ კასტანერმა გიორგი გახარიასთან შეხვედრისას ასევე განმარტა, რომ ადამიანების უმრავლესობა საფრანგეთში მკურნალობის გამო ჩადის, თუმცა საქართველოშიც შეუძლიათ შესაბამისი მკურნალობა.
“ჩვენი ქვეყანა მხოლოდ მათ მიიღებს, ვისაც რეალურად სჭირდებათ საფრანგეთის დახმარება. თავშესაფრის მომთხოვნთა დოსიების განხილვა ჩვენი თანამშრომლობის პროცესს კიდევ უფრო გააღრმავებს. გასაგებია, რომ ადამიანები მძიმე სოციალური პირობების გამო ტოვებენ თავის სამშობლოს, თუმცა ისინი უნდა დაბრუნდნენ უკან. ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ არაკანონიერ მიგრაციას. ვისაუბრეთ, რომ ყოველთვიურად მოხდეს ინფორმაციების ურთიერთგაცვლა. ” – აღნიშნა საფრანგეთის შსს მინისტრმა.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს  საქართველოს ...