Home » მთავარი » მერია საჭიროების შემთხვევაში ავტოავარიის შედეგად დაზარალებულთა მკურნალობის ხარჯებს აანაზღაურებს

მერია საჭიროების შემთხვევაში ავტოავარიის შედეგად დაზარალებულთა მკურნალობის ხარჯებს აანაზღაურებს

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა დღეს დილით მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაზარალებულები მოინახულა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადების მიერ, სხვადასხვა კლინიკაში გადაყვანილი 18 დაზარალებულიდან, ამ ეტაპზე, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ 11 პაციენტი რჩება, რომელთაგან ერთი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. 7 პაციენტს კი, ამბულატორიული მომსახურება გაეწია და კლინიკებიდან გაეწერა.

გელა ჩივიაშვილის განცხადებით, თბილისის მერია მუდმივ კავშირში იქნება კლინიკებთან და საჭიროების შემთხვევაში, დაზარალებულთა მკურნალობის ხარჯებს აანაზღაურებს.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...